თათია ნიკოლაშვილი - ხელისუფლება აგრძელებს წინასაარჩევნო გარემოს პოლარიზაციას, როგორიცაა მაგალითად პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა, როგორც ხელისუფლების მთავარი პოლიტიკური ოპონენტის

ხელისუფლება აგრძელებს წინასაარჩევნო გარემოს პოლარიზაციას, როგორიცაა მაგალითად პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა, როგორც ხელისუფლების მთავარი პოლიტიკური ოპონენტის. მისი უკანონო პატიმრობა ფუნდამენტურად ანგრევს საარჩევნო ასპარეზს და ძირს უთხრის დემოკრატიას, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თათია ნიკოლაშვილმა ევროპის საბჭოს კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას.

თათია ნიკოლაშვილის განცხადებით, 2024 წელს საქართველოში მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.

„ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დასაწყებად მნიშვნელოვანია არჩევნები ჩატარდეს გამჭვირვალე, თავისუფალ და სამართლიან გარემოში. ხელისუფლება აგრძელებს წინასაარჩევნო გარემოს პოლარიზაციას, როგორიცაა მაგალითად პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა, როგორც ხელისუფლების მთავარი პოლიტიკური ოპონენტის. მისი უკანონო პატიმრობა ფუნდამენტურად ანგრევს საარჩევნო ასპარეზს და ძირს უთხრის დემოკრატიას.

არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი რუსეთში, ალექსეი ნავალნი იმსხვერპლა პუტინის რეჟიმმა, იმავეს გამეორების უფლება არ უნდა მივცეთ ივანიშვილის რეჟიმს საქართველოში.

გარდა მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის რეალური საფრთხისა, პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური ტყვეობა, როგორც ევროპარლამენტმა 2023 წლის 15 თებერვალს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ რეზოლუციაში განაცხადა, კვლავ აზიანებს საქართველოს რეპუტაციას.

მინდა გაგაგონოთ ქართველი ხალხის ხმა საქართველოდან, საქართველოს მოქალაქეებს არ სურთ საქართველოს დატოვება და ემიგრაციაში წასვლა, მაგრამ ივანიშვილის მიერ საქართველოში შექმნილი უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამო, ასი ათასობით ჩვენმა მოქალაქემ დატოვა საქართველო და წავიდა ემიგრაციაში. საქართველოს მოქალაქეები გაურბიან მაღალ ფასებს საკვებზე, მედიკამენტებზე, უმუშევრობას და უპერსპექტივობას. საქართველოს მოქალაქეებს არ სურთ ოჯახების და შვილების დატოვება, მათ სურთ იცხოვრონ თავისუფალ, დემოკრატიულ, ევროპულ ქვეყანაში“, - განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის