ევროკავშირის ელჩები უკრაინასთან თავისუფალი ვაჭრობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა მიაღწიეს შეთანხმებას უკრაინიდან საკვები პროდუქტების უტარიფო იმპორტის ერთი წლით გახანგრძლივების შესახებ.

ბელგიის ინფორმაციით, რომელიც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა, ევროკავშირის ელჩებმა მოახერხეს „დაბალანსებული მიდგომის პოვნა უკრაინის მხარდაჭერასა და ევროკავშირის აგრარული ბაზრის დაცვას შორის“.

შეთანხმება, რომელიც დასამტკიცებლად ევროპარლამენტს გადაეცემა, ითვალისწინებს უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტზე იმპორტის გადასახადებისა და კვოტების შეჩერების კიდევ ერთი წლით, 2025 წლის 5 ივნისამდე გაგრძელებას. ევროკომისიას შეუძლია მიიღოს გადაუდებელი ზომები და გამოიყენოს ნებისმიერი ბერკეტი, რასაც საჭიროდ ჩათვლის, თუ უკრაინული იმპორტი მნიშვნელოვან შეფერხებებს გამოიწვევს ცალკეული ქვეყნების ან მთელი ევროკავშირის ბაზარზე.

რეგულაცია ითვალისწინებს „გადაუდებელ დამუხრუჭებას“ განსაკუთრებით „მოწყვლადი“ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების, კერძოდ ფრინველის, კვერცხის, შაქრის, შვრიის, სიმინდის, მარცვლეულისა და თაფლის იმპორტზე.

ევროკომისიამ ასევე პირობა დადო, რომ მიიღებს ზომებს უკრაინული ხორბლის იმპორტის მკვეთრი ზრდის შემთხვევაში. კერძოდ, თუ ამ პროდუქციის იმპორტი 2021 წლის საშუალო მოცულობას გადააჭარბებს, გადასახადები ხელახლა შემოვა. ევროკომისიის გადაუდებელი ზომების ამოქმედების ვადა 14 დღეა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის