„ალდაგის“ სახლის დაზღვევას საჩუქრად „მეამას“ აპარატი მოჰყვება

სადაზღვევო კომპანია ალდაგში სახლის დაზღვევას საჩუქრები მოჰყვება. ამის შესახებ ინფორმაციას „ალდაგი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „ალდაგისა“ და „მეამას“ პარტნიორობის ფარგლებში, არსებული მომხმარებლები, რომლებიც ალდაგის ნებისმიერი პროდუქტით სარგებლობენ, სახლის დაზღვევის შეძენის შემთხვევაში, საჩუქრად „მეამას“ ყავის აპარატს მიიღებენ.

ამერიკული ფორმატის ყავის აპარატით ის არსებული მომხმარებლები დასაჩუქრდებიან, რომლებიც ქონებას ალდაგში 27 აპრილის ჩათვლით დააზღვევენ.

„ალდაგის“ სახლის დაზღვევის პროდუქტი გამორჩეულია იმით, რომ მას ანაზღაურების მაქსიმალური ლიმიტი არ გააჩნია, რაც ნიშნავს, რომ სახლის სრულად დაზიანების შემთხვევაში მომხმარებელი სახლის საბაზრო ღირებულების შესაბამის თანხას სრულად მიიღებს. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ჩვენს მომხმარებლებს დაზღვევის საუკეთესო პირობები შევთავაზოთ, რომელსაც უამრავი საჩუქარი და უპირატესობა მოჰყვება, და დაზღვევას უფრო კომფორტულს ხდის“, - აცხადებენ „ალდაგში“.

მათივე ცნობით, „მეამა“ სასმლის კაფსულებისა და აპარატების მწარმოებელი, გერმანული კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს სასმლის დაგემოვნების ინოვაციურ გამოცდილებას სთავაზობს. ამერიკული აპარატით შესაძლებელია, მულტი ფორმატის, 30-მდე განსხვავებული არომატის მქონე კაფსულის მომზადება. ასორტიმენტს მალე ემატება ახალი გემოები და ამერიკული აპარატით ყველა მათგანის დაგემოვნება შესაძლებელი იქნება.

„ალდაგის“ სახლის დაზღვევა ფარავს არა მხოლოდ რემონტის, არამედ კარკასისა და შიგთავსის დაზიანების ხარჯებსაც, რაც მომხმარებელს ეხმარება მოულოდნელი ფინანსური რისკებისგან თავი სრულად დაიცვას. „ალდაგის“ სახლის სრული დაზღვევის ფარგლებში შესაძლებელია მეზობლის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა და საიჯარო შემოსავლის დაზღვევაც“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო