რევაზ სოხაძე - შინაარსობრივად და სამართლიანობის თვალსაზრისითაც, დღეს მუნიციპალიტეტი სწორ გადაწყვეტილებას იღებს

შინაარსობრივად და სამართლიანობის თვალსაზრისითაც, დღეს მუნიციპალიტეტი სწორ გადაწყვეტილებას იღებს, - ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე, რევაზ სოხაძე აგლაძის ქუჩაზე დაგეგმილი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებს.

როგორც რევაზ სოხაძემ განმარტა, თბილისის მუნიციპალიტეტი არ ცდება აღნიშნულ ტერიტორიაზე 2009 წელს დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებით დავალებას და ტერიტორიის განვითარება ზუსტად იგივე პარამეტრებით მოხდება.

რევაზ სოხაძის თქმით, კანონმდებლობაში არსებული გარკვეული ტექნიკური ხარვეზის გამო, კომპანიას კოეფიციენტში არაგონივრული თანხის გადახდა უწევდა.

„კანონმდებლობაში არის გარკვეული ტექნიკური ხარვეზი, რომელიც ჩვენ ვაღიარეთ და გავითვალისწინეთ. აღნიშნული კანონმდებლობის შესაბამისად, კომპანიას არაგონივრული თანხის გადახდა უწევდა. მას უკვე არსებულ, დამტკიცებულ პროექტში ფართები ხელახლა უნდა ეყიდა, რაც არასწორია. კომპანიას დღეს მაინც მოუწევს თანხის გადახდა, თუმცა ეს უკვე არის სპეციალური ზონალური შეთანხმების გადასახადი - 4%, რომელსაც სხვა კანონმდებლობა არეგულირებს“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის, რევაზ სოხაძის თქმით, ოპოზიციის მსგავსი განცხადებები მოსალოდნელი იყო, რადგან მისივე თქმით, კოლეგების არგუმენტები, როგორც წესი, პოპულიზმზეა დაფუძნებული.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის