„სელფი“ მსოფლიოში 25 კომპანიას შორისაა, ვინც ბიზნესის კეთილსინდისიერების სამუშაო ჯგუფის წევრი გახდა

„სელფი“, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც 1.3 მლნ აბონენტზე მეტს ემსახურება, გაეროს გლობალური შეთანხმებისა და UNODC-ის თანამშრომლობით შექმნილი ბიზნესის კეთილსინდისიერების სამუშაო ჯგუფის (Think Lab for Business Integrity) წევრია.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ჯგუფში მონაწილეობისთვის მსოფლიოს მასშტაბით შეირჩა სულ 25 კომპანია, მათ შორის ერთადერთი ქართული კომპანია - „სელფი“. სამუშაო ჯგუფში სელფის წარადგენს კომპანიის ეთიკისა და კომპლაენსის სამსახურის ხელმძღვანელი, ია მამეიშვილი. სელფი ასევე არის გაეროს გლობალური შეთანხმება საქართველოს წევრი.

ინიციატივის მიზანია მდგრადობის კრიტიკულ საკითხებზე მუშაობა საუკეთესო პრაქტიკის განსაზღვრით და ბიზნესისთვის ქმედითი ინსტრუმენტების შემუშავებით. ჯგუფის მუშაობა მიმართულია ანტიკორუფციული ეთიკისა და ბიზნესის შესაბამისობის პროგრამის - პრაქტიკული გზამკვლევის განახლებაზე, მიმდინარე წლის ბოლომდე.

ანტიკორუფციული ეთიკისა და შესაბამისობის სახელმძღვანელოს შემუშავება სხვადასხვა ორგანიზაციის, მათ შორის: IBA, ICC, WEF PACI, TI, ბაზელის მმართველობის ინსტიტუტის და Business and Industry Advisory Committee to the OECD-ის მონაწილეობით, გადაწყდა 2011 წლის მაისში, როდესაც G20-ის ანტიკორუფციულმა სამუშაო ჯგუფმა დავალება მისცა OECD-ს, UNODC-სა და მსოფლიო ბანკს, სხვა შესაბამის ორგანიზაციებთან ერთად, მოეხდინათ არსებული გაიდლაინებისა და კერძო სექტორის ანტიკორუფციული შესაბამისობის შესახებ მასალების კონსოლიდაცია. პრაქტიკული რეკომენდაციების, მათ შორის, ნაბიჯების, მიდგომებისა და მაგალითების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, 2013 წელს, UNODC-მა გამოაქვეყნა პრაქტიკული გზამკვლევი, რომელიც მას შემდეგ ფართოდ გამოიყენებოდა და წარმოადგენდა ძირითად დოკუმენტს გლობალური საკანონმდებლო ბაზის შემუშავებისთვის.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის