ეკა ხერხეულიძე „ოცნებას“ - მახსენდება სულხან-საბას „სიბრძნე სიცრუისა“, როდესაც მაძღარი კაცი მომყმარს წვრილად დაფშვნილ პურს დაუყრის და ეუბნება, ეს მიირთვიო და თან აყვედრის, რა ღორულად ჭამო - ეს გემართებათ, მეგობრებო!

გყოფნით სითავხედე, ჩვენ გაქცეულ მოქალაქეებს უთხრათ, რომ ჩამობრძანდით, კეთილი ინებეთ, მანდ თქვენი პირობები დაარღვიეთ და აქ მიიღეთ არჩევნებში მონაწილეობა. მახსენდება სულხან-საბას „სიბრძნე სიცრუისა“, როდესაც მაძღარი კაცი მომყმარს წვრილად დაფშვნილ პურს დაუყრის და ეუბნება, ეს მიირთვიო და თან აყვედრის, რა ღორულად ჭამო. ეს გემართებათ, მეგობრებო, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ეკა ხერხეულიძემ „ქართული ოცნების“ წევრებს პარლამენტში, როდესაც 2024 წლის არჩევნებში ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის აუცილებლობაზე ისაუბრა.

დეპუტატის თქმით, ემიგრანტებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება აუცილებლად უნდა მიეცეთ, ქვეყნიდან გასული ადამიანთა უმრავლესობას, რა თქმა უნდა, მომავალი საცხოვრებელი წარმოუდგენია დასავლეთში და ისინი იქ არიან.

„თქვენ, თუ შეხედავთ სტატისტიკას, რომელიც ყოველი არჩევნების შემდეგ თქვენს საზიანოდ მეტყველებს, ნახავთ, რომ არჩევნებში შედეგები არსად გაქვთ მოგებული. სამართლიანად გეშინიათ ბატონებო, ვინაიდან იცით, რომ ეს არის ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობის მედასავლეთე ხალხის ჯარი, რომელიც თქვენ წინააღმდეგ გამოილაშქრებს არჩევნების დღეს. ეს არის მთავარი მიზეზი, როდესაც თქვენ საუბრობთ შეზღუდულ კრიტერიუმებზე, რომ თურმე განაცხადი უნდა გააკეთოს 50-მა ადამიანმა, თურმე რაღაც ინსტრუქციებს უნდა მისდიოს, არა ბატონებო, სახელმწიფოს თქვენ განკარგავთ, თქვენ უნდა იზრუნოთ ამაზე და თქვენ უნდა მიხედოთ იმ ადამიანებს,რომლებიც თქვენ გაგექცნენ, დატოვეს ეს ქვეყანა იმიტომ, რომ მათ აღარ დაედგომებოდათ. მათ უნდა მიეცეთ არჩევანის უფლება და რა თქმა უნდა, მათ უნდა მისცენ მომავალ საქართველოს დასავლეთში ხმა“, - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ

მისი თქმით, აუცილებელია ამ ადამიანების კონსოლიდაცია.

„გყოფნით სითავხედე, ჩვენ გაქცეულ მოქალაქეებს, საბუთის მომლოდინე მოქალაქეებს უხმოთ და უთხრათ, რომ ჩამობრძანდით, კეთილი ინებეთ, მანდ თქვენი პირობები დაარღვიეთ, თავშესაფარზე უარი თქვით და აქ მიიღეთ არჩევნებში მონაწილეობა. მახსენდება სულხან-საბას „სიბრძნე სიცრუისა“, როდესაც მაძღარი კაცი მომყმარს წვრილად დაფშვნილ პურს დაუყრის და ეუბნება, ეს მიირთვიო და თან აყვედრის, რა ღორულად ჭამო ეს გემართებათ, მეგობრებო. ამ გაქცეულ ხალხს ერთადერთი რამ აერთიანებს თქვენ მიმართ, ეს არის ბრაზი! ნუ უთვლით საარჩევნო უბნებს, მიეხმარეთ ყველას საკუთარი ქვეყნის მომავლის ბედის გადაწყვეტაში მონაწილეობა მიიღოს“, - მიმართა ხერხეულიძემ უმრავლესობას.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა