საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სამედიცინო სექტორის წევრი კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის მინისტრს შეხვდნენ

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სამედიცინო სექტორის წევრი კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის მინისტრს შეხვდნენ.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ჰოსპიტალურ და ფარმაცევტულ სექტორში არსებული გამოწვევები და მიმდინარე რეფორმები განიხილეს. მათივე ცნობით, შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ და ასოციაციის წევრი კომპანიების დამფუძნებლებმა და დირექტორებმა დეტალურად ისაუბრეს ჰოსპიტალური და ფარმაცევტული მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და ბიზნესის შეუფერხებელი ფუნქციონირებისა და განვითარების აუცილებლობაზე.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საუბარი შეეხო ჰოსპიტალური სექტორის DRG მეთოდოლოგიით დაფინანსებას, რეფერენტულ ფასებს, ფარმაცევტული ინგრედიენტების საქართველოში იმპორტის ახალ სტანდარტებს და სხვა მიმდინარე საკითხებს.

ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლების თქმით, ამ საკითხებზე პირდაპირი დიალოგი და კომუნიკაცია მნიშვნელოვანია, როგორც ბიზნეს სექტორისთვის, ასევე მოქალაქეებისთვის, უწყვეტი, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სერვისებისა და ფარმაცევტული პროდუქტების ოპერატიულად მიწოდების თვალსაზრისით.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ფორმატით შეხვედრა შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ჯანდაცვის მინისტრთან, რომელიც ეხებოდა ფარმაცევტულ და ჰოსპიტალურ სექტორში არსებულ საკითხებს. ამ სექტორში ბევრი კარგი რამ გაკეთდა, თუმცა, ვფიქრობთ, რომ გარკვეული რეფორმების დანერგვის შემდგომ მიღებული გამოცდილება და პრაქტიკა აჩვენებს, რომ საჭიროა გარკვეული მეთოდოლოგიური კორექტივების შეტანა. შევთანხმდით, რომ მსგავსი ფორმატით შეხვედრები უახლოეს მომავალში კვლავ გაგრძელდება. ჩვენი ამოცანაა, როგორც ბიზნეს სექტორის, ასევე მოქალაქეებისა და პაციენტების ინტერესების მაქსიმალური დაცვა, მათთვის ხარისხიანი, უწყვეტი და ხელმისაწვდომი ჰოსპიტალური სერვისისა და ფარმაცევტული პროდუქციის მიწოდება. ეს არის ის საერთო პრინციპი, რაზეც სახელმწიფო და კერძო სექტორი თანხმდება და ამ მიმართულებით პროფესიული და კონსტრუქციული თანამშრომლობა გაგრძელდება" , - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის