სამოქალაქო აქტივისტები მოქალაქეებს პროტესტისკენ მოუწოდებენ

აქტივისტები მოქალაქეებს პროტესტისკენ მოუწოდებენ.

პარლამენტის წინ, სამოქალაქო მოძრაობის ორგანიზაციებმა - “ტალღა” და “ჯიუტი” „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით საორგანიზაციო შეხვედრა გამართეს.

დღევანდელ შეკრებაზე ორგანიზატორებმა პარლამენტის წინ შეკრებილებს მოუწოდეს, ორშაბათს პარლამენტის შენობისკენ ბანერებით მივიდნენ, რადგან მათი ინფორმაციით, შესაძლოა, პარლამენტმა სწორედ 8 აპრილს განიხილოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი.

“ორშაბათს შესაძლებელია ამ კანონპროექტის განხილვა იყოს, ამიტომ მაქსიმალური ხმაურით და ბანერით მივიდეთ. კამპანია უნდა ვაწარმოოთ და მინდა, რომ ყველანი იყოთ მზად დიდი, გრძელი კამპანიისთვის, რომელიც იქნება კარგად ორგანიზებული”, - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა, ნატა ფერაძემ.

სამოქალაქო მოძრაობის “ჯიუტი” ერთ-ერთი წევრის, ლაშა ჯანჯღავას განცხადებით, მათი პროტესტი იქნება თანმიმდევრული და დემოკრატიული.

“ერთიანობით უნდა შევძლოთ ის რუსული ჭანჭიკი, რაც არის “ქართული ოცნების” სახით დღეს ხელისუფლებაში, მშვიდობიანად და უმტკივნეულოდ მოვიშოროთ.

ჩვენ გვექნება დემოკრატიული პროცესი. შექმნილი გვაქვს ჯგუფი “ფეისბუქზე”, სადაც იმ ადამიანებს, რომლებიც დაინტერესდებიან, შეუძლიათ ჩაერთონ ამ პროცესში. ჩვენს ნებისმიერ ნაბიჯს ასე დემოკრატიულად გადავწყვეტთ. ყველაფერს დაინახავთ ნაბიჯ-ნაბიჯ, ყველაფერს გადაწყვეტს ის ქართული საზოგადოება, რომლის ისტორიული არჩევანია ევროპა. დღეს იქნება საორგანიზაციო ხასიათის შეკრება”, - განაცხადა ლაშა ჯანჯღავამ.

ცნობისთვის, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში 3 აპრილს ხელახლა დააინიცირეს.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
ისარგებლეთ სპეციალური შეთავაზებით სუბურბან საგურამოში ლიმიტირებულ მიწის ნაკვეთზე
არქიში ერთ დღეში რეკორდული რაოდენობის - 201 ბინა გაიყიდა
იმპექსის სააფთიაქო ქსელმა მომხმარებელს KORRES-ის ინოვაციური ანტიასაკობრივი ხაზი Black Pine primus წარუდგინა
დღეს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ქეშბექ აქციას სთავაზობს
ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორის, იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა