გიორგი მშვენიერაძე - არგუმენტი „გამჭვირვალობის” შესახებ მხოლოდ პროპაგანდისტული ფარია, შენიღბვა იმ ნამდვილი მიზნების, რაც ხელისუფლებას გააჩნია: ორგანიზაციების გაჩუმება - თავს ნუ მოვიტყუებთ

არგუმენტი „გამჭვირვალობის“ შესახებ, არის მხოლოდ პროპაგანდისტული ფარი, შენიღბვა იმ ნამდვილი მიზნების, რაც გააჩნია ხელისუფლებას. ეს მიზნებია, საქართველოში დემოკრატიის დამცველი, მოქალაქეების დამხმარე ორგანიზაციების გაჩუმება, - ამის შესახებ ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე” ხელისუფლების მიერ დაინიცირებულ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი მშვენიერაძის თქმით, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, ამას აკეთებდა ვლადიმერ პუტინიც.

მამუკა მდინარაძე ერთგვარ ცრუპენტელა ჯამბაზად ჩამოყალიბდა. რასაც აკეთებ, ეს არ არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის და პატიოსანი მოხელის ქცევა. დავიწყოთ იმით, რომ არგუმენტი გამჭვირვალობის შესახებ, არის მხოლოდ პროპაგანდისტული ფარი, შენიღბვა იმ ნამდვილი მიზნების, რაც გააჩნია ხელისუფლებას. ეს მიზნებია, საქართველოში დემოკრატიის დამცველი, მოქალაქეების დამხმარე ორგანიზაციების გაჩუმება. მიზანია, რომ კრიტიკული მედია, რომელსაც არ შეუძლია ამ ქვეყანაში მოიპოვოს ფინანსები ბიზნესიდან, რადგან ბიზნესს სრულად აკონტროლებს „ქართული ოცნება“, გაჩუმდეს, იმიტომ, რომ მას აღარ ექნება ფული.

თავს ნუ მოვიტყუებთ ნურავინ, ხელისუფლებას რომ დეკლარაციის შევსება უნდოდეს, მაშინ ხელისუფლება არ გულისხმობს მამუკა მდინარაძეს, ხელისუფლებაა შემოსავლების სამსახური და ჩვენ დეკლარაციებს ვავსებთ. ხელისუფლება მამუკა მდინარაძე კი არაა, ხელისუფლება სახელმწიფო ინსტიტუტებია. პრობლემა არის ის, რომ იმას, რასაც მამუკა მდინარაძე აკეთებს, აკეთებდა პუტინი, თუ რა მიიღო შედეგად, დეკლარაციები შევსებული NGO-ები მიიღო საკუთარ ქვეყანაში თუ გაუქმებული სამოქალაქო საზოგადოება, შეუძლია გადახედოს ბატონმა მდინარაძემ. მაგრამ ცხადია, მან ეს კარგად იცის, რადგან როცა ვატარებთ, ერთი-ერთში ემთხვევა იმას, რასაც ლაპარაკობდნენ რუსი პოლიტიკოსები, როცა მსგავს რეგულაციებს იღებდნენ რუსეთში“, - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე