გენადი არველაძე ტრანსპორტის მინისტერიალის არაფორმალურ შეხვედრაში მონაწილეობდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ ბელგიის ქალაქ ბრიუსელში ტრანსპორტის მინისტერიალის არაფორმალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მიმდინარე წლის 4 აპრილს ევროკავშირის ყოველწლიური ღონისძიების „Connecting Europe Days” ფარგლებში გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მინისტერიალის ძირითადი თემა იყო ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის დაფინანსების და მდგრადობის გაძლიერება.

მინისტრის მოადგილის თქმით, ტრანს-ევროპულ სატრანსპორტო ქსელში საქართველოს ჩართვა მნიშვნელოვანი მიღწევაა, რაც ქმნის მყარ საფუძველს ურთიერთთავსებადი სატრანსპორტო კავშირების განვითარებისა და ევროპულ სატრანსპორტო სისტემაში ქვეყნის ინტეგრაციისთვის.

უწყების ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა საქართველოს მზარდ როლს ევროპის აზიასთან დაკავშირებაში და ისაუბრა შავ ზღვაზე პირდაპირი სატრანსპორტო მიმოსვლის განვითარების მნიშვნელობაზე როგორც ბაზრებზე წვდომის გაფართოების, ისე მარშრუტების დივრსიფიცირების უზრუნველყოფის მხრივ. მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა საქართველოში მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე როგორიცაა რკინიგზის მოდერნიზაცია, აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალის მშენებლობა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება, რაც გამტარუნარიანობის გაზრდასთან ერთად, ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის გაძლიერებას ემსახურება.

ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, მინისტერიალს თავმჯდომარეობდა ბელგიის ვიცე-პრემიერი და მობილობის მინისტრი ჟორჟ ჟილკინეტი და ტრანსპორტის კომისარი ადინა ვალეანი. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ევროკავშირის, დასავლეთ ბალკანეთისა და სხვა პარტნიორი ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრები და მაღალი დონის წარმომადგენლები.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის