„პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე - საქართველოში პური ძვირი არ არის - ვურჩევდი პარლამენტარებს, რომლებმაც არასწორი რიცხვები გააჟღერეს, ხანდახან გავიდნენ მაღაზიაში და პური იყიდონ

საქართველოში პური არ არის ძვირი - მე ვურჩევდი პარლამენტარებს, რომლებმაც გააჟღერეს არასწორი რიცხვები, ხანდახან გავიდნენ მაღაზიაში და პური იყიდონ, - ამის შესახებ „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ხორბლისა და ფქვილის 3- თვიანი მარაგი არსებობს, ხოლო რაც შეეხება ფასს, ის ისეთია როგორც რეალურად უნდა იყოს.

„საქართველოში პური არ არის ძვირი, საქართველოში პურის ფასი კვების პროდუქტებში ყველაზე დაბალია და მიმაჩნია, რომ პურის ფასი რეალურად არის ის, რაც უნდა იყოს. არავითარ შემთხვევაში არ დავეთანხმები არავის! ცვლილება არ მომხდარა თითქმის 4 წელია, ეს ფასი სტაბილურია და მე ვურჩევდი პარლამენტებსაც, რომლებმაც გააჟღერეს არასწორი რიცხვები, ხანდახან გავიდნენ მაღაზიაში და პური იყიდონ, რომ იცოდნენ, რა ღირს საქართველოში პური. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას. იმასაც გეტყვით, რომ პურის ფასის ჩვენს მეზობლებთან - აზერბაიჯანთან და რუსეთთან იყო შედარებული, აზერბაიჯანში დამატებითი ღირებულების გადასახადი პურზე საერთოდ მოხსნილია და რუსეთში დამატებითი ღირებულება 9%-ია. გარდა ამისა, ვერ შევედრებით ამ ქვეყნებს, იმიტომ, რომ ისინი ენერგომატარებლების მწარმოებლები არიან. მე არ მივიჩნევ, რომ წლის განმავლობაში მოსალოდნელია ცვლილება. საერთოდ პურის ფასზე გავლენას, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ახდენს ნედლეული, რომელიც დღესდღეობით მომარაგებულია და საქართველოშიც დაიწყეს მისი წარმოება და მოყვანა. პურის ფასზე, ასევე, მოქმედებს მუშახელის ანაზღაურება, დისტრიბუცია, მაღაზიის ფასნამატი, არ არის ასეთი მარტივი თემა. ქვეყანაში 3-თვიანი მარაგები არსებობს როგორც ხორბლის, ისე ფქვილი და მგონი, ცოტა მეტიც არის ეს მარაგი“, - განაცხადა მალხაზ დოლიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის