თსუ სტუდენტები სტუდფესტისთვის ემზადებიან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები „სტუდფესტი 2024“-სთვის მზადებას იწყებენ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, თსუ სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით უკვე აიღო სტარტი შიდასაუნივერსიტეტო სპორტულმა ტურნირებმა, რაც თსუ სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს წარმატებით გამოვიდნენ სტუდფესტზე.

თსუ სტუდენტური თვითმმართველობის ცნობით, სტუდფესტისთვის მოსამზადებელ ეტაპში ჩაერთვებიან როგორც ახალშექმნილი სტუდენტური ჯგუფები, ასევე უკვე არსებული შემოქმედებითი კოლექტივები.

„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება რობოტიკის, ინფორმაციული სისტემების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიისა და სხვა ტექნოლოგიური მიმართულების საკითხებით დაინტერესებული სტუდენტების წარმოჩენასა და ფესტივალში მათ ჩართვაზე.

თსუ სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელთა განცხადებით, აპრილის ბოლომდე - რეგისტრაციის დასრულებამდე, ფესტივალში მონაწილეთა შემადგენლობა გაირკვევა და თსუ სტუდენტები აქტიურად ჩაერთვებიან სტუდფესტში.

სტუდფესტი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით გაიმართება, რომელშიც საქართველოს ყველა უნივერსიტეტიდან 25 000-მდე სტუდენტი ჩაერთვება.

ფესტივალი მოიცავს: უნივერსიტეტებს შორის სპორტული ტურნირების ჩატარებას, კულტურული და შემოქმედებითი ღონისძიებების გამართვას, ინტერმედიას - რაც გულისხმობს საუნივერსიტეტო თეატრებს შორის კონკურსის ჩატარებას, მოხალისეობრივ აქტივობებსა და STEM კონკურსს. აღნიშნული საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით სხვადასხვა აქტივობაში მიიღონ მონაწილეობა“, - ნათქვამია თსუ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ავრცელებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის