გია ვოლსკი - არ მესმის, გამჭვირვალობის წინააღმდეგ გააფთრებული ბრძოლა რატომ არის

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი აბსოლუტურად სხვა არის - არ მესმის, ამ გამჭვირვალობის წინააღმდეგ გააფთრებული ბრძოლა რატომ არის, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომელსაც დღეს თავად ხელმძღვანელობდა.

მისივე თქმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი იდეითა და სულისკვეთებით განსხვავებულია.

„ამბობთ, რომ რუსული კანონის შესაბამისია და რუსული კანონის მიმართ ჰქონდა ევროპულ სტრუქტურას თავისი ნეგატიური შეფასება. შინაარსობრივადაც, იდეაშიც და თავისი სულისკვეთებითაც, აბსოლუტურად სხვა არის, სიტყვებიდან დაწყებული იდეით დამთავრებული. არ მესმის, ამ გამჭვირვალობის წინააღმდეგ გააფთრებული ბრძოლა რატომ არის“, - აღნიშნა გია ვოსლკიმ.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა