საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუს ოფიციალურ პირებთან საუბარი ჩვენს ინტერესებში აღარ შედის

რუს ოფიციალურ პირებთან საუბარი ჩვენს ინტერესებში აღარ შედის, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფან სეჟურნემ განაცხადა.

„რუს ოფიციალურ პირებთან დისკუსიები ჩვენს ინტერესებში არ შედის, რადგან კომუნიკეები, რომლებიც ქვეყნდება სიცრუეს წარმოადგენს“, - განაცხადა სტეფან სეჟურნემ.

სეჟურნემ აღნიშნა, რომ მოსკოვთან დიალოგის განახლების მიზნით საჭიროა, რომ პირველ რიგში ნდობა აღდგეს.

„ალბათ, პირველ რიგში საჭიროა ნდობის დამყარება და უპირველეს ყოვლისა, უკრაინაში სამხედრო ფრონტზე მოვლენების განვითარების დანახვა, რათა ურთიერთობები აღდგეს. ეს ჯერ ასე არ არის“, - აღნიშნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, გასულ კვირას, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს, სებასტიან ლეკორნუსა და რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს შორის 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველი სატელეფონო საუბარი შედგა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს