ქუთაისში ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე აღნიშნეს

ქუთაისში ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე აღნიშნეს. ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ მერაბ კოსტავას სკვერში პატივი მიაგეს 1989 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნას. სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს.

ქუთაისის მერი, იოსებ ხახალეიშვილმა აღნიშნა, რომ ამ დღემ განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის მომავალი და სიმბოლური იყო, რომ სწორედ 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.

"35 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილიდან. გამორჩეული თარიღია საქართველოს ისტორიაში - ტრაგიკულიც და ამაღლებულიც. ამ დღემ განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის მომავალი და სიმბოლური იყო, რომ სწორედ 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. დღეს კიდევ ერთხელ მივაგეთ პატივი 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას. მათი გმირობის და თავგანწირვის მაგალითზე თაობები გაიზარდა საქართველოში, რომლებიც დღეს ერთიან, ძლიერ, დამოუკიდებელ და თავისუფალ ქვეყანას აშენებენ“,- აღნიშნა იოსებ ხახალეიშვილმა.

როგორც სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში, ზვიად შალამბერიძემ განმარტა, ეს დღე ისტორიის საკუთრებაა და თითოეულ ჩვენგანს, თაობებს უნდა გვახსოვდეს.

,,35 წელი გავიდა 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ. დღეს ჩვენ ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს, რომლებიც არაფერს შეუშინდნენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის. ეს დღე უკვე ისტორიის საკუთრებაა და თითოეულ ჩვენგანს, თაობებს უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება არის ის ღირებულება, რომლისთვისაც ქართველებს შეუძლიათ გაიღონ ყველაზე ძვირფასი-სიცოცხლე“,- აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი