კრისტალინა გეორგიევა საერთაშორისო სავალუტო ფონდს მეორე ვადით უხელმძღვანელებს

კრისტალინა გეორგიევა საერთაშორისო სავალუტო ფონდს მეორე ვადით უხელმძღვანელებს, - ამის შესახებ განცხადებას საერთაშორისო სავალუტო ფონდი ავრცელებს.

„დირექტორთა საბჭომ ქ-ნი გეორგიევა მისი მმართველობის პერიოდში, მთელ რიგ მნიშვნელოვან გლობალურ შოკებთან გამკლავების გამო, ძლიერი და მოქნილი ხელმძღვანელობისთვის შეაქო“, - ნათქვამია განცხადებაში.

კრისტალინა გეორგიევამ დირექტორთა საბჭოს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მუშაობის გაგრძელებას მოუთმენლად ელის.

ცნობისთვის, კრისტალინა გეორგიევა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის თანამდებობას 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან იკავებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის