ქუთაისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მერიას ხარჯების გაზრდასა და ხელფასების მატებაში ადანაშაულებენ

ქუთაისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ქუთაისის მერიას ხარჯების გაზრდასა და ხელფასების მატებაში ადანაშაულებენ.

როგორც ქუთაისის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიგა შუშანიამ განაცხადა, ქუთაისის მერი დღემდე აფერხებს მათ ინიციატივას, გადაიხედოს უფასო სასადილოს ბენეფიციართა კვების რაციონი.

„ქუთაისელები ყოველდღიურად შეწუხებულები არიან კატასტროფულად გაზრდილი ფასებით საწვავზე, პროდუქტებზე. სამუშაო ადგილები ყოველდღიურად მცირდება, ქალაქი იცლება, ადამიანები გარბიან ქალაქიდან, რომ ოჯახები იხსნან სიღარიბისგან. ინფრასტრუქტურულ პროექტებში იხარჯება მილიონები და კაცმა არ იცის, უხარისხოდ გაკეთებულ ინფრასტრუქტურაში, როგორ იფლანგება მილიონობით ლარი. ქუთაისის მერიამ პირველი რაც გააკეთა, მოიფიქრა, რომ ასი ათასი ლარით გაიზარდოს საკუთარი ხარჯები და მათ შორის, 70 ათასი ლარი დაიმატოს საკუთარ ხელფასებზე. ამის პარალელურად, ქუთაისის მერი დღემდე აფერხებს ჩვენს ინიციატივას, რომ გადაიხედოს უფასო სასადილოს ბენეფიციართა კვების რაციონი, რადგან ხელფასების ზრდის მიუხედავად, ეს თანხები 50 ათასი ლარით შეამცირეს წელს და ორი ლარი და 15 თეთრი იხარჯება მხოლოდ ერთ დღეში ერთი ადამიანის გამოკვებაზე. ამიტომ ჩვენ მივმართავთ ქუთაისის მერს - ან შეაჩეროს ეს და არ მიიღოს ეს ცვლილებები ბიუჯეტში და ეს თანხა მიმართოს უფასო კვების ბენეფიციართა გაუმჯობესებაზე, ან ეს წყალ-წყალა კვება, რომლითაც ყოველდღიურად კვებავენ ბენეფიციარებს, თვითონ დაჯდეს ამ რაციონზე და ნახოს საკმარისია, თუ არა ადამიანის ნორმალური გამოკვებისთვის“, - განაცხადა გიგა შუშანიამ, რომლის კომენტარსაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის