„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, პარტიის აღმასრულებელი და რეგიონული მდივნები ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და პარტიულ აქტივს შეხვდნენ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და პარტიულ აქტივს შეხვდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამბროლაურში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, გოჩა ენუქიძე, გოდერძი ჩანქსელიანი, ბექა დავითულიანი, გია ბენაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში, პარმენ მარგველიძე.

როგორც შეხვედრაზე პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, სრულად პროპორციული არჩევნები პირველად იმართება, ამიტომ საჭიროა მაქსიმალური მობილიზება საკონსტიტუციო უმრავლესობის მისაღებად.

„დღეს ძალიან კარგი შეხვედრა გაიმართა, შევხვდი პარტიის რაჭის აქტივს, ვისაუბრეთ მოახლოებულ არჩევნებზე. ძალიან მაგარი განწყობაა ამ რეგიონში. ჩვენი მთავარი გზავნილი მოგეხსენებათ ყველას, რომ არის შემდეგი - პირველად იმართება სრულად პროპორციული არჩევნები, ამიტომ საჭიროა მაქსიმალური მობილიზება. სწორედ ამ საკითხებზე იყო საუბარი. ჩვენ გვაქვს გაცხადებული მიზანი - გვინდა მაქსიმალური შედეგის აღება, გვაქვს ამბიცია, რომ ავიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. ასევე, საუბარი გვქონდა სხვა მიმდინარე თემებზე. ვფიქრობ, ძალიან მაგარი შედეგი დაიდება ამ რეგიონში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, შეხვედრაზე ყველა პოლიტიკურ საკითხსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე გამახვილდა ყურადღება.

„ჩვენი შეხვედრები გრძელდება, პოზიტიური ხასიათის რომ არის, ეს ერთი, მაგრამ ჩვენთვისაც განსაკუთრებული სტიმულია. მოგეხსენებათ, რაჭველ ხალხზე დინჯი და კარგი ხალხი იშვიათია და დღესაც ასეთივე შეხვედრა იყო. ჩვენ ვისაუბრეთ ყველა მიმდინარე თემაზე, მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე, ქვეყნის გამოწვევებზე. რაჭველებიც, ისევე, როგორც სხვა კუთხის და სხვა მხარის წარმომადგენლები, ძალიან ადეკვატურად აღიქვამენ პრობლემებსაც, გამოწვევებსაც, პოზიტივებსაც, რაც ქვეყანაში ხდება და ამიტომ, ბუნებრივია, ძალიან კარგი შეხვედრა იყო“, - მამუკა მდინარაძე.

პარტიაში აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გარდა, შეხვედრები გაიმართა აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიისა და იმერეთის მხარეში. მომდევნო შეხვედრა 20 აპრილს, შიდა ქართლში გაიმართება.

ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში შეხვდება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის