გიორგი ამილახვარმა ქართული ენის დღე სკოლის მოსწავლეებს მიულოცა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, თბილისის 145-ე საჯარო სკოლას ეწვია და მოსწავლეებს დედა ენის დღე მიულოცა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი სკოლის მოსწავლეების მიერ დადგმულ დედა ენის დღისადმი მიძღვნილ წარმოდგენას დაესწრო და მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და სასკოლო საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

„დღეს აქ ძალიან ბევრი ნიჭიერი ბავშვი გავიცანი. მეამაყება, რომ მართლაც ასეთი გამორჩეული ახალგაზრდა თაობა გვყავს, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარების მყარ საფუძველს წარმოადგენს.

ძალიან მინდოდა, რომ 14 აპრილი მოსწავლეებთან ერთად აღმენიშნა და მეთქვა მათთვის ჩემი სათქმელი. ჩვენი ენა მართლაც უნიკალური და გამორჩეულია და ის ქართველების იდენტობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ყოველთვის მინდა, გახსოვდეთ, რომ მას განსაკუთრებული ზრუნვა და მოფრთხილება სჭირდება.

მჯერა, თქვენ, ახალგაზრდები ღირსეულად გააგრძელებთ წინაპრების დანატოვარ მემკვიდრეობაზე ზრუნვას და თქვენი ცოდნითა და შესაძლებლობებით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ ქართული ენის განვითარების საქმეში“,- განაცხადა ამილახვარმა.

საუბრის დასასრულს მინისტრმა მადლობა გადაუხადა 145-ე სკოლის გუნდს დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზებისთვის და სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი