ავსტრალიის პოლიციის ინფორმაციით, სიდნეის ეკლესიაში მომხდარი თავდასხმა ტერორისტული აქტი იყო

ავსტრალიის პოლიციამ სიდნეიში, ასირიულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში გუშინ განხორციელებული თავდასხმა რელიგიურად მოტივირებულ „ტერორისტულ აქტად“ გამოაცხადა.

სამართალდამცავებმა 16 წლის ბიჭი მას შემდეგ დააკავეს, რაც ის ეკლესიაში წირვის დროს ეპისკოპოსს, მღვდელსა და მრევლს ცივი იარაღით დაესხა თავს.

პოლიციის ცნობით, თავდასხმის შედეგად სულ მცირე ოთხმა ადამიანმა "სიცოცხლისთვის არასაშიში" დაზიანებები მიიღო. დაშავდა თავდამსხმელიც.

ავსტრალიის ხელისუფლება ჯერჯერობით არ ასაჯაროებს თავდამსხმელის რელიგიურ კუთვნილებას.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა