შალვა პაპუაშვილი - ჩვენ გვაქვს ეს მოცემულობა, რომ სამწუხაროდ, დიპლომატიური კორპუსის ზოგიერთი წარმომადგენელი, თუ ზოგადად დიპლომატიური კორპუსი ზედმეტად მონაწილეობს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დისკუსიებში

ჩვენ გვაქვს ეს მოცემულობა, რომელიც მეც ასე დამხვდა, როდესაც პოლიტიკაში მოვედი, რომლის მიმართაც ჩემი წუხილი მაქვს, რომ სამწუხაროდ, დიპლომატიური კორპუსის ზოგიერთი წარმომადგენელი, თუ ზოგადად დიპლომატიური კორპუსი ზედმეტად მონაწილეობს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დისკუსიებში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გუშინ პრემიერ-მინისტრისა და ელჩების შეხვედრის ფაქტს.

მისივე განმარტებით, ხშირად გარკვეულ საკითხებზე დახურულ კარს მიღმა მსჯელობისას, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები კონტრარგუმენტებს არ იშველიებენ და ზოგიერთ საკითხს ეთანხმებიან კიდეც, თუმცა შემდეგ საჯაროდ სხვა პოზიციას აფიქსირებენ. ამიტომ, პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ თუ მათი მხრიდან არის ქართულ პოლიტიკურ დისკუსიაში მონაწილეობის სურვილი ეს უნდა მოხდეს საჯაროდ.

„პრემიერ-მინისტრს, იცით, რომ ჰქონდა წერილობითი განცხადება და მეც იცით, რომ შევუერთდი მის ინიციატივას - ჩვენ გვაქვს ეს მოცემულობა, რომელიც მეც ასე დამხვდა, როდესაც პოლიტიკაში მოვედი, რომლის მიმართაც ჩემი წუხილი მაქვს, რომ სამწუხაროდ, დიპლომატიური კორპუსის ზოგიერთი წარმომადგენელი, თუ ზოგადად დიპლომატიური კორპუსი ზედმეტად მონაწილეობს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დისკუსიებში. ეს გარკვეულწილად გასაგებია - ჩვენ არ ვართ მოწყვეტილი სამყაროს, მითუმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებზე, ჩვენ არ ვართ ცალკე კუნძული და, რა თქმა უნდა, ყოველთვის მნიშვნელოვანია რჩევების მოცემა. მაგრამ ელჩების მონაწილეობას პოლიტიკურ დებატებში, კანონპროექტის განხილვაში აქვს ერთი რისკი - იმ მომენტში, როდესაც ადამიანი ხარ უშუალო მონაწილე დებატის თუ დისკუსიისა, დეფინიციითვე ხდები მიკერძოებული რაღაც აზრის მიმართ, იმიტომ, რომ რაღაც აზრზე ყალიბდები და შემდეგ ცდილობ ის დაიცვა. საბოლოო ჯამში, ეს აზიანებს თავად დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, ვინაიდან საზოგადოებაშიც ხომ სხვადასხვა აზრებია პოზიციების მიმართ და მას, ვინც დიპლომატიური წარმომადგენლობის საწინააღმდეგო პოზიციაზე არის, უჩნდება ნეგატიური წარმოდგენები უპირველეს ყოვლისა დიპლომატიური წარმომადგენლის მიმართ, რომელიც შემდეგ აბსტრაგირდება იმ ქვეყანაზე, რომელსაც ის წარმოადგენს. ამიტომაც არის ვენის კონვენციაში ჩაწერილი, რომ შიდა საქმეებში მონაწილეობა არ უნდა იყოს. ეს მხოლოდ სუვერენიტეტის საკითხი კი არ არის, თავად დიპლომატიური კორპუსის დასაცავადაც არის მნიშვნელოვანი. მეორე მანკიერებაც აქვს დიპლომატების ასეთ მონაწილეობას - ის ხშირად არის დახურულ კარს მიღმა, რაც გასაგებია და ასეც ხდება და არის ნაწილი ჩვენი ურთიერთობისა პარტნიორებთან. მაგრამ მთავარ გაკვირვებას იწვევს შემდეგი რამ, როდესაც დახურულ კარს მიღმა რაღაც საკითხებზე, იქ მსჯელობის დროს ჩვენ რაიმე კონტრარგუმენტი არ გვესმის და პირიქით, დათანხმებაც არის ხოლმე საკითხებზე, მაგრამ შემდეგ საჯარო კომენტირებისას სხვა პოზიციები ჟღერდება. ეს, რა თქმა უნდა, არ არის სწორი. ამიტომ თუ არის სურვილი ქართულ შიდა პოლიტიკურ დისკუსიებში და კანონპროექტების განხილვაში მონაწილეობის, იყოს ეს საჯარო და ნახავს მოსახლეობა რა არგუმენტები არსებობს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა