BTU Oracle Academy-ს წევრი გახდა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, StrategEast-თან თანამშრომლობით ტექნოლოგიური გიგანტის Oracle-ის მიერ დაფუძნებული აკადემიის (Oracle Academy) წევრი გახდა.

აღნიშნული წევრობა, შესაძლებლობას აძლევს BTU-ს აკადემიურ და მოწვეულ ლექტორებს, ჩაერთონ Oracle-ის პროფესიული განვითარების პროგრამაში, რომელიც 4 წელიწადს გრძელდება.

პროგრამის მონაწილეები მიიღებენ წვდომას Oracle Academy - ის სრულ კურსებზე, ვებინარებსა და სემინარებზე, გაიუმჯობესებენ სწავლების უნარებსა და გაიმდიდრებენ სფეროს ცოდნას, მიიღებენ შესაძლებლობას აიღონ Oracle - ის საერთაშორისო სერტიფიკატები. პროგრამის ფარგლებში იფარება შემდეგი სფეროები: Java, მონაცემთა ბაზები; ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლება, Oracle Cloud, Primavera, NetSuite, APEX და სხვა.

პროგრამა მიზნად ისახავს ინოვაციური ცოდნის გადაცემას და ევროპული კვალიფიკაციის ჩარჩოს სტანდარტების შესაბამისი სასწავლო მასალების გაზიარებას ლექტორებისთვის.

BTU-სა და StrategEast-ს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი 2024 წლის 20 მარტს გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია ქვეყანაში IT სექტორის განვითარებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობის კუთხით თანამშრომლობა. ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროს პოპულარიზაციის მიზნით, მხარეები უზრუნველყოფენ სხვადასხვა ორმხრივად მისაღები ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას, ხელს შეუწყობენ ტრენინგების ჩატარებას, ასევე ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.

(R)

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში