კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს

2023-2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 2 296 სკოლა ფუნქციონირებდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, მხოლოდ 289 მათგანია თბილისში, დანარჩენი კი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მდებარეობს. საერთო ჯამში აღნიშნულ სასწავლო დაწესებულებებში 634 400 მოსწავლე სწავლობს.

თბილისში მდებარე სკოლების მოსწავლეები მეტ-ნაკლებად სარგებლობენ იმ შესაძლებლობებით, რაც დღეს კარგი განათლების მისაღებადაა საჭირო. თუმცა დედაქალაქს გარეთ, სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში მდებარე სკოლების ნაწილი ჯერ კიდევ არ არის უზრუნველყოფილი შესაბამისი ტექნოლოგიებით, ბიბლიოთეკით. არის შემთხვევები, როდესაც მოსწავლეებს არ აქვთ შესაძლებლობა, შეიძინონ ის სასკოლო ნივთები, რომლებიც მათ ყოველდღიურად სჭირდებათ. ეს ყველაფერი კი სათანადო განათლების მიღების პროცესს უშლის ხელს.

პრობლემა საკმაოდ მასშტაბურია და მის მოსაგვარებლად გრძელვადიანი გეგმის განხორციელებაა საჭირო. ამ პროცესში გარკვეულწილად მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ქართული კომპანიებიც მონაწილეობენ. ერთ-ერთი ასეთია „ნიკორა ჯგუფი“, რომელიც უკვე რამდენიმე წელია საქართველოს რეგიონებში მდებარე სხვადასხვა სკოლას კომპიუტერებითა და მხატვრული ლიტერატურით, მოსწავლეებს კი - სასკოლო ნივთებით ასაჩუქრებს.

„ნიკორაში ჯგუფში“ ეს ტრადიცია არც წელს შეწყვეტილა და კომპანიის წარმომადგენლები ამჯერად კასპის რაიონის სოფლების სკოლებს ესტუმრნენ საჩუქრებით. როგორც სკოლების წარმომადგენლები აღნიშნავენ, მათთვის მიღებული ნივთები, მათ შორის კომპიუტერები და წიგნები, ძალიან მნიშვნელოვანია და ეს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

კასპის რაიონის სოფელ საქადაგიანოს სკოლის დირექტორი ლია ტატუნაშვილი აღნიშნავს, რომ ამჟამად სკოლაში 114 ბავშვი სწავლობს და მათ ამ დრომდე სასწავლო პროცესში გამოსაყენებლად კომპიუტერები საერთოდ არ ჰქონდათ.

„საჩუქრად მივიღეთ უამრავი წიგნი საბავშვო ლიტერატურიდან და რამდენიმე კომპიუტერი, რაც ჩვენი სკოლისთვის უძვირფასესი საჩუქარია. ამ დრომდე სკოლაში კომპიუტერები არ გვქონდა. ბავშვები, ისევე როგორც ადმინისტრაცია ძალიან გახარებული ვართ ამ კეთილშობილური საქციელით. უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო „ნიკორა ჯგუფს“ ლამაზი დღისთვის. ბავშვები ხელიდან არ უშვებენ წიგნებს, ისინი ხელიდან ხელში გადადის. მათ ასევე ინდივიდუალური საჩუქრებიც მიიღეს. ეს ყველაფერი ჩვენი მოსწავლეებისთვის კარგი მოტივაციაა, რომ უკეთესად ისწავლონ,“ - აცხადებს ლია ტატუნაშვილი.

„საჩუქრები ძალიან სწორად იყო შერჩეული. გარდა იმისა, რომ სკოლა დასაჩუქრდა, ბავშვებმაც მიიღეს ინდივიდუალური საჩუქრები, რაც მათ ძალიან სჭირდებოდათ. სამწუხაროდ, სკოლაში ჯერ კიდევ გვყავს ბავშვები, რომლებსაც სასკოლო ნივთების ნაწილი არ ჰქონდათ და ახლა მიიღეს. ამჟამად ჩვენთან 188 ბავშვი სწავლობს და მათი გახარებული სახეების ნახვა ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. საჩუქარი განსაკუთრებით სასიამოვნოა მაშინ, როდესაც არ ელოდები. ამ დრომდე ჩვენს სკოლაში მსგავსი აქტივობა არავის განუხორციელებია. შესაბამისად, არც ველოდით, თუ ვინმე მოვიდოდა და ჩვენს ბავშვებს ასე გაახარებდა,“ - აღნიშნავს კასპის რაიონის სოფელ ზემო ხანდაკის სკოლის დირექტორი ნათელა გორგაძე.

„ნიკორა ჯგუფი“ სკოლებს უკვე რამდენიმე წელია ეხმარება. ამ დრომდე კომპანიამ სასწავლო პროცესისთვის საჭირო ინვენტარი და სხვა საჩუქრები უკვე გადასცა მესტიის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა, დუშეთის და მცხეთა-თიანეთის სხვადასხვა სკოლას.

როგორც „ნიკორა ჯგუფში“ აცხადებენ, განათლებაზე ზრუნვა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, რეგიონის და განსაკუთრებით, მაღალმთიანი სოფლების სკოლების დახმარება მომავალშიც გაგრძელდება. პარალელურად, განათლების მხარდასაჭერად, კომპანია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კვების ტექნოლოგიების სტუდენტებს სემესტრულ სახელობით სტიპენდიას გადასცემს.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია