სუს-ი - ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემა ანექსიის გამოხატულებაა და პროცესის ამ ქვეყნის სასარგებლოდ დასრულებამ, რუსეთის ინტერესების დემონსტრირება მოახდინა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - “ბიჭვინთის აგარაკების გადაცემას რუსეთისთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. აღნიშნული პროცესის რუსეთის სასარგებლოდ დასრულებით მოსკოვმა დემონსტრირება მოახდინა, რომ მისი ინტერესების წინააღმდეგ ნებისმიერი პროტესტი უშედეგოა, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2023 წლის ანგარიშშია ნათქვამი.

უწყების მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ბიჭვინთის აგარაკების რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემა, ანექსიის გამოხატულებაა და პროცესის რუსეთის სასარგებლოდ დასრულებამ, რუსეთის ინტერესების დემონსტრირება მოახდინა.

„ბიჭვინთის აგარაკების გადაცემას რუსეთისთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. აღნიშნული პროცესის რუსეთის სასარგებლოდ დასრულებით მოსკოვმა დემონსტრირება მოახდინა, რომ მისი ინტერესების წინააღმდეგ ნებისმიერი პროტესტი უშედეგოა. მოსახლეობაში გაჩენილი უკმაყოფილების მინიმიზებისთვის საოკუპაციო ძალა მუდმივად ცდილობდა წარმოჩენას, თითქოს ე.წ. სახელმწიფო აგარაკის გასხვისების შესახებ ე.წ. შეთანხმებაზე უარის თქმა პირდაპირ უკავშირდებოდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ინტერესებს და რუსეთთან ოკუპირებული აფხაზეთის „ ურთიერთობას“ დააზიანებდა.“- წერია ანგარიშში.

ანგარიშში, ასევე, საუბარია ოკუპირებულ აფხაზეთში „აპარტ-ოტელებისა და აპარტამენტების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ“ კანონპროექტზეც, რომელიც აფხაზეთის ე.წ. პარლამენტს დასამტკიცებლად 2023 წელს წარედგინა. დოკუმენტის თანახმად, აფხაზეთში 30 ათასი აპარტამენტი უნდა აშენდეს.

„კანონპროექტი“ ანექსიური პოლიტიკის ინსტრუმენტია, ვინაიდან ხსენებულით შესაძლებელი გახდება რუსეთის მოქალაქეების მიერ ოკუპირებულ რეგიონებში უძრავი ქონების შეძენა და მნიშვნელოვანი დემოგრაფიული დისბალანსის შექმნა.

ამ კონტექსტში ხაზგასმით უნდა აღნიშნოს, რომ გასული წლების განმავლობაში მოსკოვი მუდმივად სთხოვდა ოკუპირებული აფხაზეთს შეეცვალა „რეგულაცია“, რომელიც კრძალავდა „უცხო ქვეყნის მოქალაქის“ მიერ უძრავი ქონების შეძენას,“ - წერია ანგარიშში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ანექსიისკენ კიდევ ერთ მიმართულ ნაბიჯად საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გალისა და ახალგორის რაიონებში, რუსული უნივერსიტეტების მიერ საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას აფასებს. ანგარიშის თანახმად, 2023 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ისტორიული საზოგადოების „განყოფილება“ გაიხსნა, რომლის თავმჯდომარე რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორია.

„რუსული ენის შემსწავლელი კურსებითა და ისტორიულ დოკუმენტებზე მუშოაბით, რუსეთის საოკუპაციო ძალა მიზნად ისახავს დეზინფორმაციის გავრცელებას, საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ერთმანეთთან მაქსიმალურად გაუცხოების და ოკუპირებული გალისა და ახალგორის რაიონების მოსახლეობის ქართული სოციოლოგიურ-კულტურული სივრცისგან მოწყვეტას.“-წერია ანგარიშში.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი