ნიკოლოზ სამხარაძე შვედეთის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს და ჯგუფის წევრებს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე შვედეთის სამეფოს პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს გუდრუნ ბრუნეგარდს და ჯგუფის წევრებს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული სხვადასხვა სფეროები, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები.

„ნიკოლოზ სამხარაძემ შვედ კოლეგებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის და ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების, ასევე ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ვითარების და რუსეთიდან მომდინარე მზარდი საფრთხეების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე, უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიასა და მის გავლენებზე ისაუბრეს.

ხაზი გაესვა როგორც რეგიონული, ასევე, ზოგადად ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს მნიშვნელოვან როლს.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ქვეყნის შიდაპოლიტიკურ ვითარებას, ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებსა და წინასაარჩევნო კამპანიას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის