ნინო ლომჯარია - საოცარი მუხტია, უამრავ აქციაზე ვყოფილვარ და ასეთი შეგრძნება არსად მქონია - ეს არის თავისუფალი, ლაღი ახალგაზრდების ბუნებრივი პროტესტი, რომელიც ძალას იკრებს

საოცარი მუხტია, არ ვიცი, უამრავ აქციაზე ვყოფილვარ და ასეთი შეგრძნება არსად მქონია. ეს არის თავისუფალი, ლაღი ახალგაზრდების ბუნებრივი პროტესტი, ბუნებრივი წინააღმდეგობა, რომელიც ძალას იკრებს, - ამის შესახებ ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „ინტერპრესნიუსს“ ახალგაზრდების აქციაზე განუცხადა, რომელსაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საპროტესტოდ მართავენ.

როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, განწყობას და მუხტს, რომელიც ახალგაზრდებს აქვს, რუსული პროპაგანდა ვერ დაფარავს.

„აქციაზე გუშინაც ვიყავი და დღესაც ვხედავ, რომ იზრდება, უფრო მეტი ახალგაზრდა ერთვება. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება არამხოლოდ ახალგაზრდები და ეს განწყობა მთელ საქართველოს მოედება, იმიტომ, რომ ვფიქრობ, 85% არსად გამქრალა, ყველა საქართველოში ვართ და საქართველო არ გახდება რუსეთი, დარწმუნებული ვარ უკვე. ამ ტალღას და განწყობას რუსული პროპაგანდა ვერ დაფარავს და ვერ დაამარცხებს“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ცნობისთვის ახალგაზრდები დღეს, თავდაპირველად პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ, ამის შემდგომ კი, მსვლელობით იუსტიციის სახლთან გადაინაცვლეს, რის შემდეგაც ასევე მსვლელობით მიემართებიან გმირთა მოედანზე. მათი განცხადებით, გმირთა მოედანზე მიდიან ფიცის დასადებად, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს ხელისუფლება ვერ მიიღებს. ახალგაზრდები სკანდირებენ: „არა რუსულ კანონს“, „საქართველოს ადგილი ევროკავშირშია“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის