ლიეტუვამ უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავი გადასცა

ლიეტუვამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს L-39ZA Albatross ტიპის თვითმფრინავი გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, უკრაინაში სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პარტია ჩავიდა.

"ჩვენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მივაწოდეთ დაშლილი L - 39ZA Albatros -ის ტიპის მსუბუქი მოიერიშე თვითმფრინავი", - ნათქვამია ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მათი განმარტებით, ლიეტუვაში ასეთი თვითმფრინავები გამოიყენებოდა ოფიცრების მოსამზადებლად, მფრინავების საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველყოფის მიზნით.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის