მამუკა მდინარაძე - აშშ-ში მედია საშუალებები, რომლებიც 20%-ზე მეტით ფინანსდებიან უცხოეთიდან ხვდებიან FARA-ს რეესტრში და არიან ფინანსური ანგარიშგების ვალდებულები - რუსეთს ასეთი დათქმა არ აქვს, ჩვენ ეს აღებული გვაქვს FARA-ს პრაქტიკიდან

ამერიკის შეერთებულ შტატებში მედია საშუალებები, რომლებიც 20%-ზე მეტით ფინანსდებიან უცხოეთიდან ხვდებიან FARA-ს რეესტრში და არიან ფინანსური ანგარიშგების ვალდებულები. შესაბამისად, ის ერთადერთი არგუმენტი, რაც მე თქვენგან მოვისმინე, არის აბსოლუტურად ცრუ ნარატივი რუსეთთან მიმართებაში, იმიტომ, რომ რუსეთს ასეთი დათქმა არ აქვს, ჩვენ ეს აღებული გვაქვს ამერიკის შეერთებული შტატების ანუ „FARA-ს“ პრაქტიკიდან, - ასე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძემ აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ქართულ კანონში არცერთი აკრძალვა არ არის.

„პირველ ხანებში ჰქონდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, მთელი რიგი აკრძალვები, მათ შორის, აშშ-ში აკრძალვებია, ფრანგულ კანონმდებლობაშიც აკრძალვებია, არცერთი აკრძალვა ქართულ კანონში არ არის და თქვენ იტყუებით ყველა ჯერზე, როდესაც ამას ლაპარაკობთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა