ურმას პაეტი -  საქართველოს მთავრობის ქმედებები აჩვენებს, რომ ის არ უყურებს სერიოზულად ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციას

„უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღებით, მისი მოქალაქეების მხრიდან უზარმაზარი პროტესტის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა იყენებს რუსულ პრაქტიკას, მოახდინოს ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე და ნებისმიერზე, ვინც მთავრობის ქმედებებს აკრიტიკებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ურმას პაეტმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წარდგენასთან დაკავშირებით დებატები მიმდინარეობს.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ ფოკუსირება უნდა მოახდინოს ყველა ზომის დაუყოვნებლივ განხორციელებაზე, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ წინსვლა განაგრძოს.

„ეს კანონი არის უკანასკნელი ბოლოდროინდელი ქმედებებიდან, მათ შორის ჟურნალისტების, პოლიტიკური ოპონენტების, როგორიცაა სააკაშვილი, დევნა, დეზინფორმაციის გავრცელება ევროკავშირის შესახებ. საქართველოს მთავრობის ქმედებები აჩვენებს, რომ ის არ უყურებს სერიოზულად ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციას. საქართველოს მთავრობამ ფოკუსირება უნდა მოახდინოს ყველა ზომის დაუყოვნებლივ განხორციელებაზე, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ წინსვლა განაგრძოს, რასაც ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს. სამწუხაროდ, ეს კანონი ხელს შეუშლის ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს განაცხადს. ქართველ ხალხს მხარი უნდა დავუჭიროთ, ევროპული მისწრაფებების განხორციელებაში და იმაში, რომ იცხოვრონ ქვეყანაში, სადაც არ იქნება კორუფცია და ფუნდამენტური თავისუფლება დაცული იქნება“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება