ევროკომისარი კრიზისების მართვის საკითხებში - ნათლად ვგმობთ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც შეუძლია ძირი გამოუთხაროს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას - ვგმობთ კანონის ხელახლა შემოღების მცდელობებს

ჩვენ ვგმობთ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც შეუძლია ძირი გამოუთხაროს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას, და ვგმობთ ამ კანონის ხელახლა შემოღების მცდელობებს. ამის შესახებ ევროკომისარმა კრიზისების მართვის საკითხებში, იანეზ ლენარჩიჩმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“დღეს ამ დებატებმა გვაჩვენა, რომ ვიზიარებთ სურვილს დავინახოთ საქართველოს წარმატება მის რეფორმებში და მის ევროპულ გზაში. და ეს ასევე ქართველი ხალხის სურვილიცაა. ახლა გვჭირდება, რომ ქართველმა ლიდერებმა [ეს] შეასრულონ, ბევრი იმუშაონ რეფორმებზე, რათა მათ მიერ არჩეულ ევროპულ გზაზე წინ წაიწიონ.

კანდიდატ ქვეყნად ყოფნა ძალისხმევების ახალ დონეს მოითხოვს და ასევე მთავრობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ვალდებულებებს ზრდის. ამ შემოდგომაზე გაფართოების შესახებ შემდეგ ანგარიშამდე ევროკავშირი განხორციელებული რეფორმების მონიტორინგს გააგრძელებს.

მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ქვეყანას რეფორმების ყველა ძალისხმევაში, მაგრამ ჩვენ ნათლად ვგმობთ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც შეუძლია ძირი გამოუთხაროს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას. ეს ყველაფერი ქართველი ხალხის სარგებლისთვისაა. და დღეს ჩვენ ვგმობთ კანონის ხელახლა შემოღების მცდელობებს, რომელიც წინა წელს უკვე დავგმეთ”, - განაცხადა ლენარჩიჩმა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა