თაკო მეტრეველი - ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროპული კურსი და არა თანამდებობები - ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, არის და იქნება რუსთაველი ხალხის გვერდით

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროპული კურსი და არა თანამდებობები. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, არის და იქნება რუსთაველი ხალხის გვერდით, - ამის შესახებ რუსთავის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თაკო მეტრეველმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსთავის საკრებულოში დღეს მომხდარი დაპირისპირება არის ამაზრზენი და მიმდინარე პროცესებიდან რუსთავის მოსახლეობა ძალიან სწორ დასკვნას გამოიტანს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროპული კურსი და არა თანამდებობები. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, არის და იქნება რუსთაველი ხალხის გვერდით. პირდაპირ ვიტყვი - ის, რაც დღეს რუსთავის საკრებულოში ხდება, არის ამაზრზენი და რუსთავის მოსახლეობა ამ პროცესებზე ძალიან სწორ დასკვნას გამოიტანს. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ არჩევნებზე რუსთავის მოსახლეობა სწორ არჩევანს აუცილებლად გააკეთებს. ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი და არ მივცემთ საშუალებას „რუსულ ოცნებას“, ეს ქვეყანა რუსეთის უკანა ეზო გახადონ”, - განაცხადა თაკო მეტრეველმა, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა