ხატია დეკანოიძე - ანრი ოხანაშვილმა ქალების მიმართ გამოიყენა სექსისტური და  დამაკნინებელი განცხადებები -  ბატონო თავმჯდომარევ, მოახდინეთ ამაზე რეაგირება

ბატონო თავმჯდომარევ, ანრი ოხანაშვილი, რომელიც გამჭვირვალობაზე საუბრობს, ქალებს აყენებს შეურაცხყოფას. მოახდინეთ ამაზე რეაგირება, - ასე მიმართა „ევროოპტიმისტების დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს.

ხატია დეკანოიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის რეპლიკა გააპროტესტა, როდესაც მან პარლამენტში, ხმაურისა და კამათის დროს დეპუტატებს მოუწოდა, რომ „დამამშვიდებელი დალიონ“.

„ამ დარბაზში რამდენიმე წუთის წინ ანრი ოხანაშვილმა ქალების მიმართ გამოიყენა სექსისტური და დამაკნინებელი განცხადებები - სასაცილოა ეს? „დამამშვიდებელი დალიეთ“, ამას რომ ეუბნებით ოპოზიციონერ ქალ კოლეგას, ეს არის სექსისტური.

ბატონო თავმჯდომარევ, მესმის, რომ ნომინალურად ხართ პარლამენტის თავმჯდომარე იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილია აქ ყველაფერი, მაგრამ უნდა გქონდეთ ამაზე რეაგირება“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძის განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „მე მგონი, ეს არის სექსისტური და მასტიგმატიზებელი განცხადება, რასაც თქვენ ამბობთ“.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია