პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან შეკრებილ აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლაა

პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელის მიმდებარედ შეკრებილ აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლაა.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს აღნიშნული ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს, რასაც აქციის მონაწილეების მხრიდან შეძახილები და ხმაური მოჰყვა. ისინი სკანდირებენ: „მონებო, რუსებო“.

ამ დროისთვის შეხლა-შემოხლის ფონზე ხალხის ნაკადი პარლამენტის შენობის უკანა ტერიტორიიდან ჭიჭინაძის ქუჩისკენ მიემართება.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, სერგი ბზიშვილმა განუცხადა, აღნიშნულ ტერიტორიას მოქალაქეებს მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე ატოვებინებენ.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა