ლევან მგალობლიშვილი - რაც გუშინ აქციაზე ვიხილეთ, არ ემსახურებოდა ევროპული მომავლისკენ სწრაფვას, ის მხოლოდ ღრმა წარსულსა და კომუნიზმში გვაბრუნებს

რაც გუშინ აქციაზე ვიხილეთ, არ ემსახურებოდა ევროპული მომავლისკენ სწრაფვას, ასე აფასებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ლევან მგალობლიშვილი, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ გუშინ გამართულ აქციას.

მისი განცხადებით, აღნიშნული აქცია არ ემსახურებოდა ევროპული მომავლისკენ სწრაფვას და მხოლოდ კომუნიზმში გვაბრუნებს.

„რაც გუშინ აქციაზე ვიხილეთ,არ ემსახურებოდა ევროპული მომავლისკენ სწრაფვას, ის გვაბრუნებს მხოლოდ ღრმა წარსულსა და კომუნიზმში, რაც სამწუხაროდ, ტოლფასია ევროპული ღირებულებების გათელვის, რასაც ჩვენ და ჩვენი ქვეყნის 90% მოქალაქეებისა არ დავუშვებთ. ღირსებით ევროპისკენ“, - წერს მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა