ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ჯასტინ ტრუდომ სატელეფონო საუბრისას შვეიცარიაში დაგეგმილი სამშვიდობო სამიტი განიხილეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ სატელეფონო საუბრისას შვეიცარიაში დაგეგმილი სამშვიდობო სამიტი განიხილეს.

„დღეს, პრეზიდენტ ზელენსკის ვესაუბრე. პირველივე დღიდან ჩვენ უკრაინის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას მხარს ვუჭერთ და რუსეთის თავდასხმების დასასრულებლად უკრაინის გვერდით ვდგავართ. გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინა თავისი მშვიდობის ფორმულისკენ ისწრაფვის, მე მას ვაცნობე: უკრაინას შეუძლია კანადის მხარდაჭერის იმედი ყოველთვის ჰქონდეს“,- განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ.

უკრაინის პრეზიდენტმა ჯასტინ ტრუდოს „მშვიდობის ფორმულის“ მხარდაჭერისთვის და იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვების სახლებში დასაბრუნებლად შექმნილი საერთაშორისო კოალიციის ხელმძღვანელობისთვის მადლობა გადაუხადა.

„შვეიცარიაში გასამართი სამშვიდობო სამიტი სამართლიანობის აღდგენისა და ყველა პატიმრისა და დეპორტირებულის სახლში დაბრუნების პლატფორმა უნდა გახდეს. ჩვენ კანადის მხარდაჭერაზე იმედს ვამყარებთ“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, 15-16 ივნისს შვეიცარიის ქალაქ ლუცერნში უკრაინისთვის პირველი სამშვიდობო სამიტი გაიმართება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის