სემეკის ინფორმაციით, „ენერგო პრო ჯორჯია“ უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის ნორმების დარღვევის გამო დააჯარიმეს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო სს „ენერგო პრო ჯორჯია“ დააჯარიმა.

სემეკის ინფორმაციით, კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 75 000 ლარის გადახდა დაეკისრა და გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად ვადა განესაზღვრა.

„სემეკის მიერ ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ სს „ენერგო-პრო ჯორჯიას" დარღვეული ჰქონდა საინვესტიციო გეგმითა და გამანაწილებელ ქსელთან ახალი მომხმარებლების მიერთების მიზნით გათვალისწინებული სამუშაოების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ნორმები, რაც წარმოადგენს სალიცენზიო პირობების დარღვევას.

სემეკის მიერ 1-ელ მაისს, საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, სს “ენერგო პრო ჯორჯიას” მიერ ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევების განმეორებით დაფიქსირების შემთხვევაში, კომპანიის წინააღმდეგ გამოყენებული იქნება გაორმაგებული ჯარიმა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა