ირაკლი ლექვინაძე, პოლონეთში, ICPEN-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ პოლონეთში, მომხმარებლის დაცვის და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფერენციის ფარგლებში, 8 მაისს, სხვადასხვა ქვეყნის მომხმარებლის უფლებების დაცვის უწყებების ხელმძღვანელი პირების მონაწილეობით, მაღალი რანგის შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანს წარმოადგენდა მომხმარებლის დაცვის კანონმდებლობის ეფექტიანი აღსრულების და სამომხმარებლო განათლების გაძლიერების მექანიზმებზე მსჯელობა. შეხვედრას უძღვებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სავაჭრო კომისიის (FTC) ყოფილი ხელმძღვანელი და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი, უილიამ კოვაჩიჩი.

„გარდა ამისა, სააგენტოს მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსმა სერგო სანიკიძემ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში თემაზე “მომხმარებლის დაცვის სააგენტოების ეფექტიანობა და მათი გაძლიერების მექანიზმები”, სადაც მან დეტალურად მიმოიხილა სააგენტოს აღსრულების მექანიზმები, დადგენილი სტანდარტები, გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

2023 წლის სექტემბრის თვეში, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო მომხმარებლის დაცვის და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) პარტნიორი გახდა. ICPEN აღნიშნული მიმართულებით მომუშავე 80-ზე მეტი ქვეყნის უწყებას და წევრ ორგანიზაციას აერთიანებს მთელ მსოფლიოში და არის წარმატებულ ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი ინტერაქციის საერთაშორისო პლატფორმა, რაც საერთაშორისო გამოცდილების და პრაქტიკის გაზიარების საუკეთესო შესაძლებლობებს იძლევა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის