გორში ევროპის დღე სახალისო სიმბოლური გარბენით აღინიშნა

გორში ევროპის დღე სახალისო სიმბოლური გარბენით აღინიშნა. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ღონისძიებაში, რომელშიც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ჩაერთნენ, მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

„გარბენის მანძილი 5 კილომეტრი იყო. ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონული ოფისის ორგანიზებით მოეწყო.

ევროპის დღესთან დაკავშირებით ქალაქის ცენტრალური ქუჩები საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გამოიფინა.

ტრადიციულად ევროპის დღე, როგორც ევროკავშირის დაბადების დღე, 9 მაისს აღინიშნება. საქართველო ევროპის დღის აღნიშვნას 2004 წლიდან შეუერთდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა