გერმანიის ელჩი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტზე - ევროკავშირის წევრობისთვის უნდა დააკმაყოფილოთ სტანდარტი - ამ კანონით რთული იქნება ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყება და გაწევრიანება

ყველამ იცის რა უნდა გაკეთდეს ევროკავშირის წევრობისთვის. უნდა დააკმაყოფილოთ სტანდარტი - ეს არის მოკლე ფორმულა და აღნიშნული კანონი არ აკმაყოფილებს სტანდარტს. ამ კანონით რთული იქნება ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყება და ევროკავშირში გაწევრიანება,- ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ამას, დიპლომატის განცხადებით, მხოლოდ საქართველოსა და მის ხელისუფლებაზე დამოკიდებული აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება.

„დღეს ევროპის დღეს აღვნიშნავთ. ევროპა არის 27 სუვერენული ქვეყნის გაერთიანება, მაგრამ ისინი გაერთიანებულები არიან განსაკუთრებული სახის კავშირით. ჩვენი დევიზია ერთიანობა და მრავალფეროვნება. ეს არის ღია, გულუხვი თავისუფალი სივრცე. თუმცა ჩვენ გვაერთიანებს მშვიდობის სურვილი, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სურვილი და საზოგადოების კარგი, ბედნიერი განვითარება. საქართველოსაც მოსწონს ეს, ვფიქრობ, რომ საქართველოს ევროკავშირი უყვარს და ჩვენ გვიყვარს საქართველო. საქართველო არის კანდიდატი ქვეყანა, მას შეუძლია შეუერთდეს ევროკავშირს, მაგრამ ამისთვის თქვენ უნდა დააკმაყოფილოთ სტანდარტი. სწორედ ეს არის, რასაც განვიხილავთ საქართველოსთან და ვფიქრობ, მიზანს მივაღწევთ. საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეიტანა და მიიღო კანდიდატის სტატუსი. ეს ჩაწერილია თქვენს კონსტიტუციაში. ყველამ იცის, რა უნდა გაკეთდეს ევროკავშირის წევრობისთვის. უნდა დააკმაყოფილოთ სტანდარტი - ეს არის მოკლე ფორმულა და აღნიშნული კანონი არ აკმაყოფილებს სტანდარტს. ასე რომ საქართველოსა და მის ხელისუფლებაზეა დამოკიდებული გადაწყვეტილება, რას გააკეთებენ აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით. მაგრამ ამ კანონით რთული იქნება ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყება და ამ სახის კანონით რთული იქნება ევროკავშირში გაწევრიანება“, - განაცხადა პეტერ ფიშერმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა