“ჩვენ ვირჩევთ ევროტურნირებს”, - აღნიშნული შინაარსის ბანერი ბათუმის "დინამოს" ფანკლუბის წევრებმა მატჩის დროს გაშალეს

ბათუმში, “აჭარა ბეთ არენას” საფეხბურთო სტადიონზე, სადაც ბათუმის "დინამო" საფეხბურთო კლუბ "თელავს" უპირისპირდება, "დინამო" ბათუმის ფანკლუბის წევრებმა ბანერი გაშალეს წარწერით “ჩვენ ვირჩევთ ევროტურნირებს”.

"დინამო" ბათუმის ფანკლუბის, “პირატების” წევრებმა ამ ფორმით საქართველოს ევროპულ გზას მხარდაჭერა გამოუცხადეს.

ბანერზე ასევე დატანილია წარწერა: “არა რუსეთს”.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა