პრემიერი „გლობალური ომის პარტიაზე“ - ევროკავშირი ამ ძალების ერთ-ერთი მთავარი მსხვერპლია, ვინ არიან ეს ძალები? - ვერ ვიტყვით, დელიკატური საკითხია, საჯაროდ საუბარმა შეიძლება პრობლემა შეუქმნას ეროვნულ უსაფრთხოებას

ევროკავშირი არის ამ ძალების ერთ-ერთი მთავარი მსხვერპლი. ვინ არიან ეს ძალები? ჩვენ ვერ ვიტყვით, ეს არის იმდენად დელიკატური საკითხი, რომ ამაზე საჯაროდ საუბარმა შეიძლება პრობლემა შეუქმნას ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, „ვინ იგულისხმება „გლობალური ომის პარტიაში“, ვინ არის მტერი“.

მისივე თქმით, ძალიან კონკრეტულ ძალებზეა საუბარი, რომლის შესახებაც ბევრმა იცის.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, საუბარი არ არის კონკრეტულ ქვეყანაზე და ამაში არც ევროკავშირი იგულისხმება და არც ამერიკის შეერთებული შტატები.

„პირდაპირ გეტყვით, რომ აქ საუბარი არ არის ქვეყანაზე. რამდენჯერმე ვთქვი და გავიმეორებ, რომ აქ არ იგულისხმება არც ევროკავშირი, არც ამერიკის შეერთებული შტატები. პირიქით ევროკავშირი არის ამ ძალების ერთ-ერთი მთავარი მსხვერპლი. ევროკავშირის ეკონომიკა 16.3 ტრილიონი იყო 16 წლის წინ და ახლა არის 17.3 ტრილიონი. თან ინფლაციის ფონზე ხდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის ეკონომიკამ თვისებრივად დაიხია უკან 16 წლის გამოამარგვლინა, როცა მანამდე 5-6 წლის განმავლობაში ჰქონდათ ორმაგი ზრდა. ანუ, 7 ტრილიონიდან გადასცდა 16 ტრილიონს და ამის შემდეგ პრაქტიკულად იგივე მაჩვენებელზეა. მხოლოდ 1 ტრილიონით გაიზარდა ნომინალური ეკონომიკა, რაც ნიშნავს იმას, რომ ინფლაციას თუ გამოაკლებ, რეალური ეკონომიკა არის ქვემოთ წასული. შესაბამისად, ევროკავშირი არის ამ ძალების მთავარი მსხვერპლი. ვინ არიან ეს ძალები? ეს ძალიან ბევრმა იცის. ჩვენ ვერ ვიტყვით. ეს არის იმდენად დელიკატური საკითხი, რომ ამაზე საჯაროდ საუბარმა შეიძლება პრობლემა შეუქმნას ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას. ამიტომ ვერავითარ შემთხვევაში ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას ასეთი რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ, თუმცა იგულისხმება ძალიან კონკრეტული ძალები“, - განაცხადა კობახიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას