ალუდა ღუდუშაური „ნაცმოძრაობას“ - თუ გინდათ დავიგინებით, თუ გინდათ დავიფიცებით, თავს შეგაკლავთ და ვერ ეღირსებით, რომ ხელისუფლებაში მოხვიდეთ - იმ დროშაზე რომ ლაპარაკობდით, მაგ დროშით აუპატიურებდით ქართველ ხალხს, რამე ხომ არ გეშლებათ მართლა?

თუ გინდათ დავიგინებით, თუ გინდათ დავიფიცებით - თავს შეგაკლავთ და ვერ ეღირსებით, რომ ხელისუფლებაში მოხვიდეთ. იმ დროშაზე რომ ლაპარაკობდით, მაგ დროშით აუპატიურებდით ქართველ ხალხს, რამე ხომ არ გეშლებათ მართლა? - ასე მიმართა უმრავლესობის დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე.

ღუდუშაურის თქმით, სიცოცხლის ფასად რომ დაუჯდეს, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ვერასდროს მოვა.

„ჩვენ ქართველ ხალხს შევპირდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, დღეს რომ თავები წამოყვეს - მათი ლიდერი ხან რომ კვდებოდა, ხან კი ათასგვარ სიბინძურეს არ ეშვებოდა, დღეს რომ თანამდებობებს ინაწილებენ - ვის გვერდში დგახართ? რას აკეთეთ? გინდათ რომ გვარამია, ეს არაკაცები და ისევ ადეიშვილები მოიყვანოთ ხელისუფლებაში? ეს ქათმები... ქათამს რას ვერჩი - ეს მართლა უღირსი ფარჩაკები.

ჩვენ ხალხს შევპირდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი სიბოროტით ვერასდროს ვერ დაბრუნდებოდა ხელისუფლებაში და დღეს ტურებით დადიან და ეუბნებიან რომ “ჩვენ მოვდივართ ხელისუფლებაშიო“.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ბევრი კოლეგა და მე პირადად გეუბნებით - სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს, თქვენი ნასახი არ იქნება ხელისუფლებაში. ჩვენ რასაც შევპირდით ამ ხალხს, რომ თქვენ ამ ბოროტებით ვერასდროს მოხვიდოდით ხელისუფლებაში, მაგას უეჭველი შეგისრულებთ. თუ გინდათ დავიგინებით, თუ გინდათ დავიფიცებით.

თავს შეგაკლავთ და ვერ ეღირსებით, რომ ხელისუფლებაში მოხვიდეთ. იმ დროშაზე რომ ლაპარაკობდით, მაგ დროშით აუპატიურებდით ქართველ ხალხს, რამე ხომ არ გეშლებათ მართლა? ვერასდროს ვერ მობრუნდებით ხელისუფლებაში და ამ ქვეყანას ბოროტებას ვერ მოახვევთ თავს. სიცოცხლის ფასად რომ დაგვიჯდეს, დაიმახსოვრეთ, ესენი ხელისუფლებაში ვერასდროს მოვლენ“, - აღნიშნა ღუდუშაურმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ