მარკეტა გრეგოროვა პრემიერს - კობახიძე, თუ გგონია, ასე შეინარჩუნებ კანდიდატის სტატუსს, ცდები

დავით ქაცარავა 2022 წელს მოხალისედ წავიდა საბრძოლველად უკრაინაში, რუსეთის შესაძლებლობები იქ ვერ მიწვდა, მაგრამ მისწვდა საქართველოში, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

ევროპარლამენტარი საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავს, რომ თუ კობახიძეს ჰგონია, რომ „ასე შეინარჩუნებს კანდიდატის სტატუსს”, ცდება.

“ეს კაცი საავადმყოფოში წევს მოტეხილი ყბით, ქირურგიულ ოპერაციას უტარებენ. დავით ქაცარავა 2022 წელს მოხალისედ წავიდა საბრძოლველად უკრაინაში. რუსეთის შესაძლებლობები იქ ვერ მიწვდა, მაგრამ მიწვდა საქართველოში.

თუ გგონია, რომ ასე შეინარჩუნებ კანდიდატის სტატუსს, კობახიძე, მაშინ ცდები”, - წერს გრეგოროვა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის