ირაკლი ნადარეიშვილი გაეროს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მე-9 ფორუმზე მოხსენებით გამოვიდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, აშშ - ში, ქალაქ ნიუ-იორკში, გაეროს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მე-9 ფორუმზე მოხსენებით გამოვიდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე, მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოს მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მნიშვნელოვან როლს.

ირაკლი ნადარეიშვილმა დამსწრე დელეგატებს გააცნო საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ქვეყნის პრიორიტეტული ტექნოლოგიური სფეროები, რომლებიც მოიცავს ხელოვნურ ინტელექტს, ბაქტერიოფაგებსა და აგრო-ტექნოლოგიებს და გააჟღერა 2030 წლისთვის, ქვეყნის მშპ-ში, კვლევებსა და განვითარებაზე მთლიანი დანახარჯები წილის1,5% სამიზნე მაჩვენებელი.

ასევე, ფორუმის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ შეხვედრები გამართა გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწესთან ეკონომიკურ განვითარების საკითხებში ნავიდ ჰანიფსა და გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელთან ტექნოლოგიების სფეროში ამანდიფ საინ ჯილთან.

შეხვედრებზე აღინიშნა, რომ ფორუმის შედეგები შეუწყობს ხელს რეგიონულ და გლობალურ თანამშრომლობას და მდგრადი განვითარების მიზნების მხარდაჭერას მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების გზით.

შეხვედრებში მონაწილეობდნენ სსიპ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან დარსალია და საქართველოს ელჩი გაეროში დავით ბაქრაძე.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა