ევაკუატორის მომსახურება - გზამკვლევი გამოუვალი სიტუაციებისათვის

პირადი სატრანსპორტო საშუალების ქონა კომფორტსა და უამრავ სარგებელთან ერთად, ბევრ სირთულესთანაც ასოცირდება.

ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად გვინახავს ან გამოგვიცდია გაუთვალისწინებელი სირთულეები გზებზე. ავტომობილი მოულოდნელად გამოდის მწყობრიდან და საჭირო ხდება პროფესიონალის დროული დახმარება. ასეთ დროს მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ვის მივმართოთ და როგორ გავუმკლავდეთ სიტუაციას უმოკლეს დროში.

ევაკუატორი არის სპეციალიზებული სატვირთო მანქანა, რომელიც საჭირო დროს საჭირო დახმარებას გაგიწევთ სატრანსპორტო საშუალების გასამართად. ბუქსირების სპეციალიზებული ფორმა შექმნილია ავტომობილების, სპეც ტექნიკის თუ მოტო ტექნიკის იმ რთული სიტუაციებიდან გამოსაყვანად, საიდანაც მოძრაობას ვერ ახერხებენ ან საფრთხეს უქმნიან სხვა მანქანებს.

ევაკუატორი გვჭირდება, როდესაც

- ავტომობილი აღარ იქოქება;

- ავტომობილის საბურავი დაეშვა;

- ავტომობილი თოვლში ჩარჩა;

- ავტომობილი ჩავარდნილია თხრილში ან ტალახში;

- ავტო საგზაო შემთხვევისას;

- ავტომობილი მოულოდნელად გამოვიდა მწყობრიდან და აფერხებს მოძრაობას;

- ავტომობილი გაჩერებულია პოტენციურად სახიფათო ადგილას;

- ავტომობილი გამორთულია და მისი მართვა შეუძლებელია.

ევაკუატორი და დროული რეაგირება

ტრანსპორტთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი შემთხვევებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევაკუატორის მომსახურეობას, პროფესიონალიზმს და დროს. ევაკუატორების მძღოლებს აქვთ ცოდნა, გამოცდილება და აღჭურვილობა, თქვენი მანქანის უსაფრთხოდ და ეფექტურად ტრანსპორტირებისათვის. მომსახურების ხარისხზე არანაკლებ მნიშვნელოვანია დროული რეაგირება, რათა საფრთხე არ შეექმნათ სხვა მანქანებს და მგზავრებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია გვქონდეს ინფორმაცია ევაკუატორის მომსახურების სერვისების და ფუნქციების შესახებ, რომ შევძლოთ მათი გამოძახება სწორად და დროულად.

რა ტიპის ევაკუატორები არსებობს?

დატვირთვის მეთოდის მიხედვით ევაკუატორები 4 ძირითად ტიპად იყოფა:

  • ბუქსირებადი სატვირთო;
  • მანქანა ჯალამბარით;
  • ევაკუატორი პანდუსებით;
  • ამწე ევაკუატორი და სატვირთო მანქანა.

ბუქსირებადი სატვირთო ევაკუატორები ერთმანეთისგან განსხვავდება დატვირთვის მიხდევით, არსებობს სრული და ნაწილობრივი დატვირთვის ევაკუატორი. ნაწილობრივი დატვირთვის მეთოდი ნაკლებად უსაფრთხოა, ამიტომ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოიყენება.

ობობა ევაკუატორი ჯალამბარით აღჭურვილი საბუქსირე მანქანაა. მისი გამოძახება დაგჭირდებათ იმ შემთხვევაში, როცა თქვენი ავტომობილის ბორბლები ბლოკირებულია, ან ავარიის შედეგად ტრანსპორტი თხრილშია ჩავარდნილი.

ჯალამბარი შესაძლოა იყოს ელექტრო, მექანიკური ან ჰიდრავლიკური. ელექტრო ჯალამბარი მაშინაც მუშაობს, თუ ბუქსირებისას ძრავა არ იქოქება. ამასთან, მექანიკურ ჯალამბარს უფრო მეტი წევის ძალა აქვს. ხოლო დიდი მანქანების ჩატვირთვისთვის კი ჰიდრავლიკური ჯალამბარები გამოიყენება.

ევაკუატორი პანდუსებით ამარტივებს ავტომობილის ჩატვირთვას გადასაყვანად. რაც უფრო მეტი პანდუსი აქვს ევაკუატორს, მით უფრო მარტივია მასზე ავტომობილების ჩატვირთვა ჯალამბარის გამოყენებით.

ევაკუატორზე გადასაზიდი ტრანსპორტი შეიძლება განთავსდეს მთლიანად, ან ნაწილობრივ. ნაწილობრივი დატვირთვის მეთოდი გულისხმობს მანქანის წინა ან უკანა ღერძის აწევას პლატფორმაზე.

ამწე ევაკუატორი აერთიანებს ამწეს და სატვირთო მანქანას. მას იყენებენ როგორც გაფუჭებული მანქანის გადასაყვანად, ასევე საავტომობილო ბიზნესში ახალი ავტომობილების ტრანსპორტირებისთვის.

იმისათვის რომ საჭირო დროს საჭირო მომსახურება მიიიღოთ, სასურველია წინასწარ გქონდეთ ზოგადი ინფორმაცია ევაკუატორის ტიპებისა და შესაძლებლობების შესახებ, რათა დაუკავშირდეთ ისეთ სპეციალისტს, რომელსაც თქვენი სიტუაციის შესაბამისი ტრანსპორტი ჰყავს. მსგავსი ინფორმაცია დაგიზოგავთ ბევრად მეტ დროს კრიტიკულ სიტუაციებში. რა თქმა უნდა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სპეციალისტსაც, რომელიც თავად შეგირჩევთ ევაკუატორს, თუმცა არასწორი კომუნიკაციის შემთხვეაში შესაძლოა დაკარგოთ ძვირფასი დრო.

უსაფრთხოების აღჭურვილობა ევაკუატორებისათვის

როგორც მანქანის, ასევე აღდგენის ჯგუფის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მანქანის ევაკუატორები აღჭურვილია უსაფრთხოების მთელი რიგი მახასიათებლებით, ესენია:

ბორბლების ჩამკეტები - ხელს უშლიან ავტომობილის გორვას გადაყვანის პროცესში.

ჯაჭვები და თასმები - ამაგრებენ მანქანას ევაკუატორთან.

ამომფრქვევები - ასტაბილურებენ მანქანას აღდგენის პროცესში.

დისტანციური მართვადი ჯაჭვები და ბუმები -აღდგენის ჯგუფს საშუალებას აძლევენ მართონ აღჭურვილობა უსაფრთხო მანძილიდან.

ევაკუატორის სერვისები ტრანსპორტის სტანდარტულ მომსახურებასთან ერთად გვთავაზობენ სხვა დამატებით სერვისებს სხვადასხვა საჭიროებებისათვის, მათ მომსახურებაში ძირითადად შედის:

  • ტრანსპორტის ბუქსირება;
  • ავტომობილის დაქოქვა;
  • საწვავის მიწოდება;
  • საბურავის შეცვლა;
  • ჩაკეტილი კარის გაღება;
  • ფხიზელი მძღოლით მომსახურება;
  • ტვირთის გადაზიდვა.

დღესდღეობით, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, სპეცტექნიკის და მოტოციკლების გადაყვანას ტრანსპორტის გაუმართაობის ან სხვადასხვა საჭიროების დროს, სწორედ ევაკუატორებით ახორციელებენ. ევაკუატორის მომსახურებაზე მოთხოვნა მზარდია, რადგან გეგმიური, თუ გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს, მათ გარეშე დაბრკოლებებთან გამკლავება ფაქტობრივად წარმოუდგენელია. ვიდრე საჭირო ტიპის ევაკუატორს აირჩევდეთ, სასურველია გაეცნოთ მათ მახასიათებლებს, რათა საჭიროების შემთხვევაში სწორად შეარჩიოთ ისინი.

საქართველოში, ბოლო წლებში, საგრძნობლად გაზრდილია როგორც ავტომობილების, ასევე ავტო საგზაო შემთხვევების რაოდენობა, შესაბამისად ავტომობილის გაუმართაობის პრობლემაც კიდევ უფრო მწვავედ დადგა. მმწყობრიდან გამოსული ავტომობილი პრობლემას უქმნის არა მხოლოდ მის მძღოლს, არამედ აფერხებს ან საფრთხეს უქმნის სხვა სატრანსპორტო საშუალებებსაც. შესაბამისად, ავტომობილის გადაყვანა ევაკუატორით ერთ-ერთი აუცილებელი და მნიშვნელოვანი სერვისია.

რომელი ევაკუატორი დაგვჭირდება ავტოსაგზაო შემთხვევის დროს?

ავარიის დროს თხრილში გადავარდნილი მანქანის ამოსაყვანად ამწე ევაკუატორი გამოიყენება. მომსახურება მოიცავს ორმოში/თხრილში ჩავარდნილი ტრანსპორტის აწევას, გადამზიდის კორპუსზე მოთავსებას და სარემონტოდ გადაყვანას. ამ ტიპის საბუქსირე მანქანას შეუძლია გადაიტანოს დაზიანებული ავტომობილი დამაბრკოლებელი ადგილიდან ან ამოიყვანოს ის ვიწრო სივრციდან.

ამწეთი აღჭურვილი ევაკუატორების გამოყენება შეუცვლელია ავარიის შემდგომ მანქანების ჩასატვირთად, მისი მეშვეობით ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტის დროულად გადაადგილება მარტივდება. თუ ამწე და სატვირთო პლატფორმის გაერთიანებულ სისტემას აირჩევთ, ამწე-მანიპულატორით დაზიანებული ავტომობილის ჩატვირთვას საგზაო შემთხვევის ადგილიდან მოკლე დროში შეძლებთ. დამატებითი უკანა სტაბილიზატორების არსებობა ამწის სიმძლავრის სრულად გამოყენების საშუალებას იძლევა.

როგორ მოვიქცეთ როდესაც ავტომობილი არ იქოქება?

ავტომობილის დაქოქვის პრობლემა ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გაუმართაობაა. ასეთ დროს, ძირითადად, აკუმლატორის პრობლემასთან გვაქვს ხოლმე საქმე. აკუმულატორის დატენვა, ეგრეთ წოდებული „მანქანის პერემიჩკებით დაქოქვა“ ბევრ მძღოლს დასჭირვებია. თუ დამტენი თან გაქვთ, შეიძლება ძრავის ამუშავება დამოუკიდებლადაც სცადოთ. თუმცა ამ დროს არასწორმა მიდგომამ შესაძლოა ძრავა დააზიანოს, ამიტომ გარისკვად არ ღირს. ევაკუატორის სერვისებში დღეს ავტომობილის ტრანსპორტირებასთან ერთად, ხშირად სწორედ აკუმლატორის დატენვის სერვისიც შედის. სჯობს, თქვენი ავტომობილი მიანდოთ პროფესიონალებს და საშუალება მისცეთ უმოკლეს დროში გაგიწიონ ის სერვისები, რომლებიც საჭიროა ავტომობილის გასამართად.

ევაკუატორი ნასვამი მძღოლებისთვის

თუ გაუთვალისწინებლად ალკოჰოლის მიღება მოგიწიათ, ან თავს შეუძლოდ გრძნობთ, შეგიძლიათ ისარგებლოთ ევაკუატორით და მძღოლის მომსახურების სერვისით. პროფესიონალი გადამზიდები როგორც ფიზიკური, ასევე კორპორატიული კლიენტებისთვის მუშაობენ. ამ სერვისით შეგიძლიათ გადაიყვანოთ თქვენი ავტომობილი ევაკუატორით ან უბრალოდ გამოიძახოთ ფხიზელი, პროფესიონალი მძღოლი თქვენი ავტომობილის დანიშნულების პუნქტამდე მისაყვანად. არ ჩააგდოთ არც თქვენი და არც სხვა ადამიანების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ, იმგზავრეთ მშვიდად და უსაფრთხოდ პროფესიონალი მძღოლის თანხლებით.

ყველა სხვა საჭირო სერვისთან ერთად, ევაკუატორების სერვისები მორგებულია სპეც ტექნიკისა და მოტოციკლის გადაყვანის სხვადასხვა საჭიროებებზეც, იქნება ეს გეგმიური ტრანსპორტირება, თუ ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლა.

სპეცტექნიკის ევაკუატორი განკუთვნილია:

  • ტრაქტორებისთვის
  • მინი ექსკავატორებისთვის;
  • მინი მტვირთავებისთვის;
  • კომპრესორებისთვის;
  • ბეტონის ტუმბოებისთვის;
  • ლილვაკებისთვის და სხვა ტექნიკისათვის.

ევაკუატორით მძიმე ტექნიკის გადაყვანა მოთხოვნადი სერვისია, განსაკუთრებით სამშენებლო სამეურნეო ორგანიზაციებისთვის. ევაკუატორი მძიმე ტექნიკის სწორი მახასიათებლების გათვალისწინებით უნდა შეარჩიოთ, რათა გადაადგილებისას ძვირადღირებული ტვირთი არ დაზიანდეს.

ევაკუატორი მოტოციკლისა და სკუტერისთვის

გაუმართავი მოტოციკლის ან სკუტერის გადასაყვანად გამოიყენება მოტო ევაკუატორი, რომელიც ამ ტიპის სამუშაოს მარტივად უმკლავდება. მოტო ევაკუატორი დამატებითი საყრდენებით აღჭურვილი სპეცტექნიკაა. შესაკრავები, ვერტიკალური სამაგრები და ბორბლის საკეტები მოტოციკლის უსაფრთხო გადაადგილებას განაპირობებს. თუ სკუტერის საჭე გამართულია, მისი გადაყვანა მარტივია, ჩაკეტილი ბორბლების შემთხვევაში კი სპეციალური მანიპულატორი გამოიყენება.

და მაინც, რამდენად მნიშვნელოვანია ევაკუატორის გამოყენება?

ყველაზე გამოცდილი მძღოლებიც კი ხვდებიან ისეთ გაუთვალისწინებელ სიტუაციაში, როდესაც ტრანსპორტის გამართვას დამოუკიდებელი ძალებით ვერ ახერხებენ, უშლიან მოძრაობას სხვა ავტომობილებს ან საფრთხეს ქმნიან სხვა მგზავრებისა და ქვეითებისთვის. მთავარია, ასეთ მომენტში შევინარჩუნოთ სიმშვიდე, სწორად შევაფასოთ არსებული ვითარება და შესაფერისი გადამზიდი გამოვიძახოთ. ნუ ჩააგდებთ ადამიანების სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ, გაითვალისწინეთ ჩვენს მიერ მოცემული ინფორმაციაც და ევაკუატორი შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გამოიძახოთ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო