რუსთაველის გამზირზე 24 აპრილს დაკავებულების ადვოკატი - როდესაც აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანია, გზა ხელოვნურად ვერ გადაიკეტებოდა

მკვდარი კანონები გააცოცხლეს. მე კონსტიტუციით ვხელმძღვანელობ, სადაც წერია, რომ ყველას აქვს მშვიდობიანად გამოხატვის თავისუფლება. როდესაც აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანია, გზა ხელოვნურად ვერ გადაიკეტებოდა, - ამის შესახებ 24 აპრილს, რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანი იმყოფებოდა და გზის გადაკეტვა ხელოვნურად ვერ მოხდებოდა და მიაჩნია, რომ დაკავებული ადამიანების მიმართ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

"ჩვენი კონსტიტუცია, ჩვენი კანონი, შეკრების შესახებ კანონს იცავს და ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ გამოხატონ თავისი პროტესტი. ეს ახალი მუხლი აამოქმედეს, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, რადგან ათასობით ადამიანი იმყოფებოდა აქციაზე და როგორ შეიძლება მათ გზა ხელოვნურად გადაეკეტათ? ეს ყველაფერი არის პოლიტიკური და არანაირი კავშირი სამართალთან არ აქვს. ამგვარი საქმეები სასამართლოში არ ყოფილა. დღეს ვნახოთ შსს რა არგუმენტებს წარადგენს. მათ არანაირი მტკიცებულება არ აქვთ.

ადმინისტრაციული კოდექსი, საბჭოთა კოდექსია. მკვდარი კანონებია, რომლებიც დღეს გააცოცხლეს. მე კონსტიტუციით ვხელმძღვანელობ, სადაც წერია, რომ ყველას აქვს მშვიდობიანად გამოხატვის თავისუფლება. როდესაც აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანია, გზა ხელოვნურად ვერ გადაიკეტება", - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.

ცნობისთვის, ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე 24 აპრილს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის დროს დაკავებული ათი პირის ინტერესებს იცავს. სამართალწარმოება კი აქციის მონაწილეებს სამანქანო გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის