პრემიერი - ახალგაზრდებს პირდაპირი ეთერის ფორმატში საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შევთავაზე, თუმცა იმავე წამს რადიკალების მხრიდან ახალგაზრდების ბულინგი დაიწყო და ამ პირობებში ვერც ერთმა ჯგუფმა მონაწილეობა ვერ გარისკა

ახალგაზრდებს პირდაპირი ეთერის ფორმატში საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შევთავაზე, თუმცა იმავე წამს რადიკალების მხრიდან ახალგაზრდების ბულინგი დაიწყო და ამ პირობებში ვერც ერთმა ჯგუფმა საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა ვერ გარისკა, - ეს განცხადება მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

კობახიძის თქმით, ახალგაზრდებისადმი შეთავაზება ძალაში რჩება და იმედი აქვს, რომ “ერთი ჯგუფი მაინც დააღწევს თავს ბულინგს და საჯარო დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას".

კობახიძემ დღეს ხაზგასმით აღნიშნა, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ხელისუფლებას დაეხმარება, “საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობა უზრუნველყოს, რაც ქვეყანასა და მოსახლეობას სჭირდება“.

“ზოგადად, ბულინგი, სიძულვილი, აგრესია ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთი იარაღია, რომელსაც კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა“ აქტიურად იყენებს. ჩვენ ამ პარტიას ომისა და ღალატის პარტიას ვუწოდებთ, თუმცა ამასთან ერთად ეს პარტია არის სიძულვილის პარტია. ისინი სიძულვილით მოქმედებდნენ თავის დროზე, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და ახლაც ოპოზიციის რიგებიდან იგივეს აკეთებენ.

ჩვენ გვჭირდება მშვიდობა ომის ნაცვლად, გვჭირდება ქვეყნის ერთგულება ღალატის ნაცვლად, გვჭირდება სიყვარულით გაერთიანება სიძულვილის ნაცვლად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის