გორის მერია - სოფელ არაშენდაში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში მოწესრიგდა 2 400 მეტრი გზა. გზის სავალ ნაწილთან ერთად მოეწყო სანიაღვრეები, ეზოებში შესასვლელები, მიერთებები და საგზაო ნიშნები.

„არაშენდაში გზის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით განხორციელდა. სამუშაოების ღირებულებამ 1 569 477 ლარი შეადგინა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა