აღსრულების ეროვნული ბიურო აღმასრულებელთა ევროპულ კავშირს (UEHJ) შეუერთდა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო“ აღმასრულებელთა ევროპულ კავშირში (UEHJ) ამ ეტაპისთვის დამკვირვებლის სტატუსით იქნება წარდგენილი, ხოლო საქართველოს ევროკავშირში გაწევრების შემდეგ კავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდება.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული საერთაშორისო ასოციაციის წევრობა აღსრულების ეროვნულ ბიუროს აძლევს შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოს ევროკავშირისა და ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ კონფერენციებში, ტრენინგებსა თუ სემინარებში.

საქართველოსთვის აღმასრულებელთა ევროპულ კავშირში გაერთიანება ბრაზილიაში, ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში გამართულ აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის კონგრესზე გადაწყდა, სადაც 50-მდე ქვეყნის 600 წარმომადგენელი მონაწილეობდა.

ღონისძიებაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს პრიორიტეტებზე, მათ შორის, ციფრულ განვითარებაზე, რისთვისაც შესაბამისი ინფრასტრუქტურული უსაფრთხოების გაძლიერება და კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებული საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა მიმდინარეობს.

ხაზი გაესვა ელექტრონული სერვისების განვითარებას საქართველოში, რაც მიმდინარე საჯარო მმართველობის რეფორმის ნაწილია.

აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს აღმასრულებლის ყოველდღიურ საქმიანობაზე, რომელიც სულ უფრო მეტად მოითხოვს თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნასა და მის სისტემურ გამოყენებას.

საერთაშორისო კავშირის 25-ე კონგრესზე კავშირის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი აირჩიეს. საქართველოდან ღონისძიებას ესწრებოდნენ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე მირიან ხარაბაძე, თავმჯდომარის მოადგილე ნიკა ელოშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი ანა არაბული.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის