კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 5 წლისაა

კარფურის ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელი, რომელსაც საქართველოში კომპანია მაჯიდ ალ ფუტაიმი წარმოადგენს, ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბის“ 5 წლის იუბილეს აღნიშნავს. კამპანიის ფარგლებში ფრანგული ბრენდი მომხმარებლებს განსაკუთრებული შეთავაზებებითა და ხელმისაწვდომი ფასებით გაანებივრებს, რათა გამოხატოს მადლიერება კარფურის მიმართ არსებული ნდობისა და ერთგულებისათვის.

22 მაისიდან - 4 ივნისის ჩათვლით, მომხმარებლებს „კარფურის“ ყველა ფილიალში 50%-მდე ფასდაკლებები დახვდებათ - მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო ასორტიმენტზე და საყოფაცხოვრებო ნივთების სხვადასხვა სახეობაზე.

შეგახსენებთ, რომ „მაიქლაბი“ არის კარფურის ლოიალობის პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ერთგული მომხმარებლები განსაკუთებული ფასდაკლებებით, შეთავაზებებით და ქულების დაგროვების სისტემით სარგებლობენ. „მაიქლაბზე“ დაგროვებული ქულების გადაცვლა შესაძლებელია კარფურის ნებისმიერ ფილიალში სასურველი პროდუქტის ან ნივთის შესაძენად.

ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბით“ სარგებლობა შესაძლებელია კარფურის მობილური აპლიკაციის მეშვეობით - “MAF CARREFOUR”, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც Android, ისე iOS სისტემისთვის.

„კარფური“ მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდია, რომელიც მათ განსაკუთრებულ და მარტივი შოპინგის გამოცდილებას სთავაზობს - ერთ სივრცეში არსებული ყველა საჭირო პროდუქტით, თვითმომსახურების სალაროებითა და ონლაინ შოპინგის შესაძლებლობით. ბრენდის მიზანია მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასთვის, ყოველდღე.

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის